ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2014


ტავრომახია

ჩემში უშენობას ვაფუძნებ
ვეღარ მესინჯება პულსი პალპაციით,
ლურჯად შემეღაწვა აფექტის ალმური,
მთვარეს შევეძინე, - და დეგრადაციის
გავხდი შედეგი და აბსურდის
შედგა პანტომიმა,- ამფითეატრები
გახდა ისტორიის ქვაფუძე...
თავში იდეაფიქსს ავეკვიატე და
ჩემში უშენობას ვაფუძნებ.

14.06.2013



  @  @  @

ამინდი ლიფტში გაჭედილი
ბავშვივით ტირის... 
სახეს იხოკავს,
წიხლს უბრახუნებს კარებს და
დედამიწაც, სიბნელეში გაჟღენთილი ებღაუჭება
თავის ბნელეთს,
იმედით, - სხივის
სითბოსი,
სითბოსი და არა ნათების...

20. 06. 2013           


  ტავრომახია

ნატვრას და იმედს გაუმართავთ გულში კორიდა,
ორივე მხარის გამარჯვება ისე მომინდა
როგორც ჰაერი ტუტარხამონს, სადაც მარხია,
სულში აზვირთდა, აგიზგიზდა ტავრომახია.

ბრდღვინვა და შიში აირია მტვერში, - შუღლივით,
მხოლოდ სიწითლე დაფარფატებს უჩინ-უღიმრად,
ნეტა უღირდა რომელიმეს თავის გაწირვა,
რომ კომპრომისმა თავის მიზანს ვერ მიაღწია?!

სისხლით დასრულდა ორთაბრძოლა, ჩაქრა იმედი, -
მაგრამ ვერც ნატვრა ვერ ვიპოვე, როცა მივედი,
ორივეს ნეშტი გამქრალიყო, უკვე წაეღოთ,
მას შემდეგ ვერცერთს ვეღარ შევხვდი, - უერთმანეთოდ.

20. 06. 2013

ტავრომახია--ხარების ბრძოლის ხელოვნება



რავი

ნახე, გული გაშლილი მაქვს, როგორც ნაწვიმარზე მწიფე ლეღვი,
სული ჰალსტუხივით გადაინასკვა და ყელში მომებჯინა,
ახლა გვიანია, უკვე ჩაიარა ჟამმა მიტევების,
ანდა რა აზრი აქვს,მე ხომ ისევ ის ვარ, რაც ვიყავი წინათ.

ლამის დავიჭამო ახლა ყველა თითი ცოდვილ ხელებიდან,
მზად ვარ დავახიო ყველ მგელს და ტურას, -თავზე სახარება,
მაგრამ ეს უშველის?! -ჩემი უკუღმართი ბედის ხელბორკილებს,
ნამუსს მიჯაჭვული, პულსის ამარას და ცოცხალს ალალბედად...

რავი?!...

2.03.2014 —

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები