ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სმოლიკა
ჟანრი: პროზა
25 ნოემბერი, 2008


უკომენტარო

  მათ უყვარდათ მთვარე... მათთვის მთვარე ისეთი ღრმა და ამოუცნობი იყო,როგორც ღამის წყვდიადი... ერთმანეთს ყოველ საღამოს ხვდებოდნენ და მთვარეს უყურებდნენ, მთვარის სიღრმეში იკარგებოდნენ, ოცნებობდნენ და ერთად ესაუბრებოდნენ მას თითქოს მთვარეც დაუმეგობრდა და მათ გარეშე აგარ ჩნდებობდა, მთვარეს უზიარებდნენ თავიანთ ოცნებებს,მთვარესაც ეგონა, რომ მათ გარეშე ვეღარ გაანათებდა...
  ერთ დღეს გოგონა აგარაკზე წავიდა, ბიჭს უთხრა: "თერთმეტ  საასთზე მთვარე ამოვა, მოდი დავჯდეთ ვუყუროთ მთვარეს და ერთად ვიგრძნოთ ჩვენ"... გოგონა უყურებდა ცას და მთვარეს ელოდა, იგი ყოველი წუთის შემდეგ გრძნობდა მის მოახლოვებას და აი, მთვარეც მოვიდა, გოგონამ დაიწყო ლაპარაკი მთვარესთან,მაგრამ გრძნობდა იმას რისიც ესე ძალიან ეშინოდა, იგი ვერ გრძნობდა ბიჭს,მხოლოდ ის და მთვარე ლაპარაკობდნენ, მთვარემაც სიმარტოვე იგრძნო და ღრუბლებში ჩაიკარგა, გოგონა მთელი ღამე იჯდა ელოდა ბიჭსა და მთვარეს, მაგრამ მთვარემაც და მისმა საყვარელმა ადამიანმაც თითქოს მიივიწყეს,ორივე სადღაც გაუჩინარდა...
  მეორე დღეს გოგონამ ბიჭს წერილი გაუგზავნა,მაგრამ მან ვერც ამ წერილზე მიიღო პასუხი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები