ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: პროზა
3 მარტი, 2014


დედის გახსენება

დედაჩემი ისეთი ქალი იყო, არც გიყვირებდა, არც გაგიბრაზდებოდა. ერთს თვალით განიშნებდა, ცუდად
  იქცევიო და  უნდა მიმხვდარიყავი, რომ მეორედ არ გაგემეორებინა...ტაქტიკა ჰქონდა ისეთი, შეგშურდებოდა
  მისი სიმშვიდე.

  ---  დედის წინ რომ კვიცი წავა, ან მგელი შეჭამს, ან მგლისფერი ძაღლიო---ამის თქმა უყვარდა  და  მე რადგან
არც კვიცი ვიცოდი რა იყო, არც მგელი, ჩემსას მაინც არ ვიშლიდი, მაინც  სულ უკმაყოფილო ვიყავი ცხოვრებით,
ხან ფეხსაცმელს ვთხოულობდი და ხანაც კაბას,(აბა წიგნები მაშინაც ყელში მქონდა ამოსული), იმას აცვია ამას
აცვია მეთქი, ნერვებს ვუშლიდი . ვიცოდი, ჩემი ჭირვეულობით რამეს გამოვტყუებდი.თან ნაბოლარაც ვიყავი.

ერთხელაც, ზაფხულია...საღამოს  კინოში მინდა წასვლა და ხუთი  საათიდანვე ავაყოლე:
---გამიშვი რა.
---მარტოს არ გაგიშვებო, --თქვა ერთხელ და მორჩა.
---გამიშვი
-------------------
---აუ, გამიშვი რა დედიკუნა
--------------------------
---გამიშვი რა...
მოკლედ გავაბეზრე ქალი და ვატყობ, მისი ნებისყოფა წკიპზეა, სადაცაა გაწყდება და არ ვიცი, რა მოხდება.

---გამიშვი რა----ვთხოვ მეათასედ

დედაჩემს  ამ დროს  ჭიდან წყალი ამოუღია და ორი სავსე ვედრო წყლით აქვს სავსე, წელმოწყვეტილი მოდის.

ერთი შემომხედა,  დადგა ვედროები, მერე ერთი ვედრო ორივე ხელით აიღო , მაღლა ასწია და მთელი ვედრო
ცივი წყალი  თავზე დამაცალა...კაბა ჩამომელუმპა და წყალი წურწურით ჩამომივიდა.


ზაფხული კი იყო, მაგრამ ჭის წყალი იმდენაც მეცივა, ავღრიალდი, მაგრამ რას ავღრიალდი...

ნახევარ საათში ნამტირალევი, თმადაბანილი, ლამაზად ჩაცმული  კინოში ვიჯექი, დედაჩემთან ერთად...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები