ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლარიქს სიბირიკა
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2014


ლოცვა გულიანი,მთასაც გააცოცხლებს

რაღა დარჩენია?ცოდვილ დედამიწას,
ეშმაკს ემსგავსება,სული ამომძვრალი,
ყველა სანაპიროს,ყველა გემბანიდან,
თავქუდ მოგლეჯილი,გწყევლის ამორძალი.

ანუ გახიზნული,ვებრძვი თითოეულს,
ხანჯლით კი არა და უფრო პატიებით,
ყველა ნაფეხურზე,ვხვდები მიტოვებულ,
სხეულს შეშინებულს,უღვთო მანტიებით.

დილა ყოველივე,ღამის ანარეკლად,
მხოლოდ წამიერი,შუქით გვეფინება,
მადლი ზეციური,მოაქვს მამა ღმერთს და
ვფიცავ!უნებლიედ მაშინ მეძინება

როცა უჩვეულო,ხდება ყველაფერი,
როცა არ იცი და ხვდები გაიწირე,
მარჯვნივ იესო და მარხცნივ ლუციფერი,
იყო შანსი გქონდა,მაინც დაიჭირე

მხარე ფუფუნების,სრული ანათემა,
ყველა აპოკრიფის,დამწერს ენაცვალე,
პური მოგვივლინა,ღმერთმა მანანებად,
ჩვენ კი წყევლა ნანთხევ,ვერცხლში გადავცვალეთ

ქრისტე,ალტრუიზმით სავსე მენტორი და
ახლად გაკაფული,გზები გავიმრუდეთ,
მკერდზე გამოკრული,უფხო დემონიდან
ჩვენზე გადმოსული,წყევლით დავიღუპეთ

თავი.არაფერი ითქმის შენდობაზე
ვაი უსირცხვილო,სულო გაირინდე
ნუთუ გადარჩენა არის მეობაზე
ლოცვა.მაპატიე,გთხოვ არ გამიფრინდეს

რწმენა,დანერგული სადღაც დასალევში,
გზა-კვალ არეული,უხმოდ დააბოტებს,
მივხვდი!გადარჩენა არის თავად ჩვენში
ლოცვა გულიანი,მთასაც გააცოცხლებს.

როცა უჩვეულო,ხდება ყველაფერი,
როცა არ იცი და ხვდები გაიწირე,
მარჯვნივ იესო და მარცხნივ ლუციფერი,
ხორცი თქვენი იყოს,ღმერთი ავირჩიე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები