ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემო ჭახნაკია
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2014


მზის დაღი

მზის სხივი დაადნა,ფერმწვანე ტრამალებს,
ცას ქარმა ნისლები, კლდის ქანად მოხეთქა,
სიშმაგის აფექტი, მწყრალ აზრში დავმალე,
გმინვის ხმა აშფოთებს ბრბოს, მეამბოხეთა.
მეხი ვარ,მსურს ზეცა ელვებით გავფატრო,
კაეშანს ვერ ვატევ,ხორცის მყრალ ოთახში,
ავ სულის შებერვით,ნისლი რომ გავფანტო,
ვთვლი, უმალ ჩაცხრება ბრძენთ აჟიოტაჟი.
დუმს, ვნების მინდორი, ქცეული ტალახად,
ულპობი ძარღვია, ზღვა სისხლის თერმოსი,
წარსულმა,ყრუ აწმყოს მიზნები დალახვრა,
დაფიქრდი, ტაეპში სიბრძნე დევს თემოსი.
ქარი თვლემს, ბორძიკით ქუჩებში, იორღა,
მთებს ადგას ხეები, საწვიმარ ქოლგებად,
ბნელ ცას მეხს ვპარავდი,დღემ ამოიოხრა,
გიამბო, ქარების მსწრაფლ გამოქროლება?!
ვაჯავრებ მეფეებს, ჩემ ჩვეულ სარკაზმით,
მზე ცაში წითელ თავს,ღიღინით ამოსწევს,
ცა ბრწყინავს,ფერების პალიტრით ნაკაზმი,
ზეცა ვარ, რომელსაც მზე დაღად ამოწვეს.

თ.ჭახნაკია

2013წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს