ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო_018
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2014


მოკრძალებული წერილი ანის

ჩემმა ფიქრებმა შენამდე კვლავ მოაღწია
და ამ ფიქრება მოიტანეს შენთან ის ნება,
რომელმაც ჩვენი სიყვარული ზემო ასწია,
შენ ხარ ცხოვრება და ყოველთვის ასე იქნება...
ჩემთვის და ასე გამოვხატავ შენსკენ ჩემს ლტოლვას,
რადგან მეუღლე უნდა გერქვას ჩემი ხვალ ან ზეგ,
როცა უფალი მოგიხაზავს სხეულზე ოვალს,
ჩვენი პატარა აენთება შენს ლამაზ ტანზე.
ჩემი ცხოვრების უდიდესი ბედნიერება
ხარ და სულ ასე იქნება რაც გავა ხანი,
ახლა კი ისევ მინდა შენი თმების ფერება,
მიყვარხარ ჩემო მენატრები სადა ხარ ანი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს