ცისფერ ნისლში გახვეული არემარე მოჩანს ნაზად. ბურუსშია ჩახვეული, გულს ედება ფიანდაზად. თვალუწვდენელ კაბადონზე მზე ელვარებს ცის მაღლობზე. სითბოთი და სიყვარულით ლაღად ზრუნავს გარემოზე. მის წიაღში არემარე ოქროსფერად იმოსება. მუდამ თან სდევს განუყრელად ნაირფერი ბრწყინვალება. მზის სხივების ნაზი კონა ყველას ათბობს, ყველგან აღწევს. და იმდენად ძლიერია, სასიცოცხლო ძალას გვაძლევს. მზე რომ ჩასვლას დააპირებს, ირგვლივ ბნელი ნისლი ჩნდება. სიცოცხლეც და სიხარულიც თითქოს მასთან ერთად ქრება.