შემოვიჩვიე საღამოს ძილი, ისე ვიღლები. ღამით ვიღვიძებ (ასე თორმეტზე), მერე კი ვათევ... ვარ რაღაც შარში თავგაყოფილი, თან ბედნიერი(?..). დღის ცეცხლს ვიპარავ როგორც პრომეთე, ღამით რომ გავთბე.
პატარ-პატარა მზეებს ვიპარავ (გითხარი უკვე). უკუნეთში რომ გზა გამინათოს ვაწყობ გარითმვით კონსტიტუციას, როგორც მიქარვას - თუ გამებუტე; შენს მოსაძებნად ახალს ვქმნი ჯადოს - ჯადოქარივით.
ლექსსაც არ ესმის აბრა-კადაბრა - ჩემი მაგიის, შენ რა მოგთხოვო?.. სად გაგაჩინო?.. ცილინდრს კურდღელი ვერ მოვაშორე და გათამამდა - ლექსშიც დამცინის, ვით გამოუცდელ უმცროს პარტნიორს და გეუბნები:
შემოვიჩვიე საღამოს ძილი, ისე ვიღლები. ღამით ვიღვიძებ (ასე თორმეტზე), მერე კი ვათევ... ვარ რაღაც შარში თავგაყოფილი, თან ბედნიერი(?..). დღის ცეცხლს ვიპარავ როგორც პრომეთე, ღამით რომ გავთბე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|