ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო_018
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2014


კიდევ ერთი წერილი ანის

არ ვიცი რა ვთქვა,რა დავწერო იმაზე მეტი
ამაზე წინ რომ დაგიწერე იმაზე უკეთ,
მე ხომ არ ვიცი როგორია მართლა პოეტი
თავს რაღას ვძაბავ,ჯობია და გულს შევუკვეთ...
რომ სიყვარული როგორც უნდა ისე აგიხსნას
ჰო,სიყვარული აგიხსნას,გავიმეორებ,
მერე ხელებსაც განვუმარტავ როგორ ჩაგიხსნას
ჩითის კაბა და დაიწყება ათასმეორე...
ღამე და ისევ აენთება მაგ შენს თვალებში
ის ვარსკვლავები იმ ღამეს რომ არ ანათებდა,
და დავუთველეთ ჩვენ ერთმანეთს კოცნის კვალებში,
სიყვარული და ის ღამე აღარ გათენდა...
ასე ამგვარად შეუერთდით ერთიმეორეს
ასე გავიდა დრო და ისევ ხანი მიყვა ხანს,
და ჩემი გული ამას ისევ გაიმეორებს,
ათასმეორედ კიდევ მეტჯერ ანი მიყვარხარ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს