ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2014


მუზა წარსულიდან (რ. ჯოჯუა)

სიყვარულო ჩემზე მხდალო
რად ვერ მიბედავ მოსვლას
ერთ დროს ლამაზო ქალო
ახლა სიკვდილი გმოსავს

შენი უმანკო ფიფქი
ათოვს სახურავს გულის
ეს წყევლაა თუ ფიქრი
თუ ალი სიყვარულის

გმოსავს ღრუბელთა ფენა
მარადისობა ზეცის
მე შენთან მინდა ფრენა
ფრთები დამწვარი  მეწვის

თვალთა ცრემლების თქეში
როგორც გამლღვალი ტყვია
შენ ვარდად ჰყვავი ჩემში
ჩემი სინდისი გქვია

რა მოვუხერხო ღვიძილს
მთვარევ გაშალე თმები
შენი სიშორე მიმძიმს
და მარტოობის ფრთები

არის ამაო  გლოვა
გულს ვეუბნები ოხერს
შენი აჩრდილი მოვა
მოვა და ხელებს მომხვევს

ტყემლის აყვავდა კვირტი
ზამთარს ამოხდა სული
ვარ ასე მიამიტი
ვარ ასე უსუსური

მზე კი არ ჩადის კვდება
ტოვებს სისხლნარევ სირმებს
ფიქრი ლექსებად დნება
ჭიმავს პოეტურ სიმებს

იყოს სიკვდილი მაშინ
ჩვენი შეხვედრის ხიდად
თეთრ გიშრის აკლდამაში
მარად იძინე მშვიდად

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები