 | ავტორი: ჯაფარა77 ჟანრი: პოეზია 19 მარტი, 2014 |
გულში მუზებმა ჩაუშვეს ღუზა. მოვარდა სტროფად ნაჭედი სიტყვა-ც, და დაგროვილი რითმები უზმად - ლექსმა ჩაყლაპა აბივით იმ წამს.
ავარდა თავში გრძნობის ტორნადო, გულის ბაგუნით გაცოცხლდა მაჯა, აწი რითმების კოშკებს მონაგონს ვეღარ გახდიან მუზების აბჯარს.
კვლავინდებურად იქროლებს სულში, ცეცხლმოდებული ქარი რითმების, მე კი, -პატარა პოეტი, ურჩი, კვლავ ამ რითმების მონა ვიქნები.
20. 05 1994წელი ტროტუარზე ეული
ვიწრო ბნელი ქუჩებით,ჩამქრალ ლამპიონებს და ალვის ხეებს, გადაქანცულს ქარისგან ჩაუარე მაგ წითელი ქოშებით. სიამაყით, მძიმე საფიქრალით და უალერსო, გათოშილი თითებით, კაბის ბოლო ვითომ ფრთხილად გიჭირავს, მოგაქვს ქუჩა, ქარიშხალი ვნებების და ათასი გამოხედვა ფანჯრიდან...
ჩაიარე, დაგადევნე ოცნება, გაუმაძღარ ვნებად გადაქცეული, შენი ლანდი დაგრძელდა და ჩავიდა ქუჩის ბოლოს. - შეაყოვნე სხეული, წეღანდელი გათოშილი თითები ბოლოს უშვი, ჩამოისვი თეძოზე, ჩამოფერთხე ჩემი ვნება, იმედი და კუთხეში ისე გაუჩინარდი - შენი ქოშით, სიამაყით, სხეულით რომ ჩამქრალი, ქუჩის ლამპიონივით, მეც დამტოვე ტროტუარზე ეული.
მე დამწვი და შენ კი ვერც შემამჩნიე,
16. 04. 2013
ჩემი გონდოლა
სამყაროსავით უსაზღვროა ჩემი განცდები, ვერგასაგები, ვერმისაღები, ზურგშესაქცევიც, მაგრამ მე ვიცი, რომ სულ მალე ალბათ გავქრები, - შენი ფიქრიდან, გონებიდან, თეთრი აფრებით გამოცურდება შენი გემი, ჩემი გონდოლა...
შენი სხეული, ისე ყვავის - როგორც კაქტუსი, ვერშესახებად, ამაყად და ისე ავსულად - ავსებს უდაბნოს, -ჩემს სხეულში, ჩაკლა ნამუსი, დავიწყებაზე უკვე ფიქრიც -გახდა ლაფსუსი, გთხოვ, გაუფრთხილდი,არ ჩაძირო ჩემი გონდოლა!..
14.04.2013
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. გმადლობ თოკო გმადლობ თოკო
16. მომეწონა :* მომეწონა :*
15. გმადლობ მარიკელა გმადლობ მარიკელა
14. სამყაროსავით უსაზღვროა ჩემი განცდები, ვერგასაგები, ვერმისაღები, ზურგშესაქცევიც, მაგრამ მე ვიცი, რომ სულ მალე ალბათ გავქრები, - შენი ფიქრიდან, გონებიდან, თეთრი აფრებით გამოცურდება შენი გემი, ჩემი გონდოლა...++++ წარმატებები... სამყაროსავით უსაზღვროა ჩემი განცდები, ვერგასაგები, ვერმისაღები, ზურგშესაქცევიც, მაგრამ მე ვიცი, რომ სულ მალე ალბათ გავქრები, - შენი ფიქრიდან, გონებიდან, თეთრი აფრებით გამოცურდება შენი გემი, ჩემი გონდოლა...++++ წარმატებები...
13. :D :D
ახლაც წერს და დაწერს ჯერ კიდე დიდხანს ვგონებ :D :D
ახლაც წერს და დაწერს ჯერ კიდე დიდხანს ვგონებ
12. იყო და არა იყო რა,იყო ერთი პოეტი რომელიც წერდა..++ იყო და არა იყო რა,იყო ერთი პოეტი რომელიც წერდა..++
10. მე მომეწონა ყველა ლექსი. მე მომეწონა ყველა ლექსი.
9. ბოლო მომეწონა+++++++++ ბოლო მომეწონა+++++++++
8. კარგია,წარმატებებს გისურვებ ძმაო + + კარგია,წარმატებებს გისურვებ ძმაო + +
7. გმადლობ ნემე
გმადლობ ნემე
6. ჯაფარასეულია...მოვიწონე + + ჯაფარასეულია...მოვიწონე + +
5. ნინა, პირველი ლექსი 20 წლისაა და შესაბამისად სუსტიც ნინა, პირველი ლექსი 20 წლისაა და შესაბამისად სუსტიც
3. მაგრებია, ამდილით მართლა სასიამოვნო პოეზია წავიკითხე +++ მაგრებია, ამდილით მართლა სასიამოვნო პოეზია წავიკითხე +++
2. მაგრებია, ამდილით მართლა სასიამოვნო პოეზია წავიკითხე +++ მაგრებია, ამდილით მართლა სასიამოვნო პოეზია წავიკითხე +++
1. მახსოვდა "ტროტუარზე ეული", კარგია.++
მაგრამ მე ვიცი, რომ სულ მალე ალბათ გავქრები, - შენი ფიქრიდან, გონებიდან, თეთრი აფრებით გამოცურდება შენი გემი, ჩემი გონდოლა... +
პირველს რაც შეეხება: იმდენად ვერ, მაგრამ ყველაზე გულწრფელი მგონია, მე დავარქმევდი "ლექსდაბადებას" :)
მახსოვდა "ტროტუარზე ეული", კარგია.++
მაგრამ მე ვიცი, რომ სულ მალე ალბათ გავქრები, - შენი ფიქრიდან, გონებიდან, თეთრი აფრებით გამოცურდება შენი გემი, ჩემი გონდოლა... +
პირველს რაც შეეხება: იმდენად ვერ, მაგრამ ყველაზე გულწრფელი მგონია, მე დავარქმევდი "ლექსდაბადებას" :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|