ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2008


###

ჩამოვარღვიე დეკემბრის ზეცა -
მზისგულდაფერებამოცლილი სველი ქიშმირი, -
მდუღარე წყალში გავურიე
ხახვის ფურცლები...

თბილ სვიტერს გიქსოვ...
ტუჩებით გამთბარ ჰაერს გატან ხელთათმანებად...
ნუ მწერ "მცივაო",
ნურც გამაგონებ... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს