ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაჩო.
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2014


***

აღარაფერი აღარ დარჩა, მხოლოდ ომები,
გრძნობები არ მაქვს, აღარ ვიცი უკვე რით ვწერო,
ისევ იგივე, კვლავ შეცდომები, კვლავ შეცდომები,
კვლავ შეცდომები, მომკვლელი და საბედისწერო.

მე ისევ აქ ვარ, სულში დაჭრილი, ომგამოვლილი
და არაფერი რაც ჩემს წინაა აღარ მაოცებს,
სადღაც ვაგდივარ ძველისძველი დოლ–გარმონივით
და ვემსგავსები შუა ზღვაში დამხრჩვალ ნაოსნებს.

აღარაფერი აღარ დარჩა, აღარც მჭირდება,
ომის ქარიშხალს რა ჩააქრობს, დღემდე არ ვიცი,
და თუ კი ისევ ძველებურად გამიჭირდება,
კვლავ ომში წავალ და ნაომარ გრძნობებს განვიცდი.

შენც ამ ომში ხარ, გულში დაჭრილი, და არ ნებდები,
მე იმედი მაქვს, დაბრუნდები მკვლელი ომიდან,
მე გელოდები, შენ გელოდება თბილი კედლები,
შენ დაბრუნდები და თოვლიან წვიმას მომიტან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები