ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მართალი
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2014


არაფერი



ცხოვრებით დაღლა მოასწარი,რამდენსაც ითვლი,
მეტი ტკივილით,ერთი ლექსით,
ორით ან სამით,
დაახურდავე ოცდაათი,ვერაფერს იტყვი,
მაგრამ მეტი ხარ თითქოს უფრო
ვიდრე ასაკი.

წლები გარბიან,მაგრამ გული მაინც ყველაზე
ახალგაზრდა გაქვს,
ანუ ცოცხლობს,ანუ სუთნქავს და
ისევ არ სჯერა კვლავაც შენი, თუმც აქამდისაც
არ სჯეროდა და
გიჩვენებდა გზას სხადასხვას და
დაგატარებდა ღამენათევ დღეების კვალზე,
დაგაფიქრებდა ხან სწორად და
ხანაც პირიქით.
აგისრულდება ოცნებები თითქოს ხვალ და ზეგ,
ან და პირიქით,არაფერი აგისრულდება.
მარტო დატოვებ სუყველაფერს და
იმის იქით
ხედავდე გინდა,გრძნობდე გინდა,
გინდა გესმოდეს,
მაგრამ ამაოდ,
თითქოს დროსაც ეჩქარებოდეს,
დრო არ გყოფნის და არაფერიც
არ გისრულდება!....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები