ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2008


მითხარი რა ჰქვია

იძინებს ჭაობი,ღამე ახლოვდება,
ცა დასერილია ჩვეული ფერებით,
უცხო სიყვარული უცხოეთს თხოვდება,
ვერც დილის სინათლეს ვერ მოვეფერები.

ნისლები ეხვევა ველებს ამწვანებულს,
ქარში იფანტება სურვილი,ვარდები
უიღბლო ღამეებს შენგან გაწამებულს
საფლავებს ვბარდები საფლავებს ვბარდები.

სევდის ქარიშხალი მთვარეს ააცივებს
და ცივი ნიავი ცამდე აიჭრება,
მთა ხეებს უმღერის შვილივით აძინებს
და გული ამაღამ შენგან დაიჭრება.

წუხელ იქ ითოვა ვარდისფერ ყანებში,
თეთრი ღრუბელივით ჩანდა არემარე,
არ მახსოვს,მითხარი გმირთა საფლავებში
როცა ჩამიარე რამე დამაბარე?

იქ ისევ თოვლია და სევდის კამარა,
მოხუცი ფოთლები ზედ თოვლზე აწყვია,
შენ უკვე ვერაფერს,ვერაფერს დამალავ
ამ ტანჯულ სიყვარულს მითხარი რა ჰქვია?

მითხარი თენდება?ხმაურობს წვეთები?
ფანჯრებთან მტრედები გაზაფხულს ელიან,
უხმო ნაბიჯებით ბილიკებს შეხვდები,
მათი გადალახვა ძალიან ძნელია.

ენთები,სხვა მხარეს უცნობი გზებია,
ვიღაცას მზემ უთხრა:საფლავზე სავალი
ამ უცხო მხარეში არ დაგძინებია
დღეისთვის ერთია შემდგომში მრავალი.

ნისლი იფანტება ვით ცაზე ვარსკვლავი
და ნაფეხურები შავ თოვლზე ატყვია,
ალბათ,ღამე მოდის კვლავ გულის საკლავი
ამ ტანჯულ სიყვარულს მითხარი რა ჰქვია?





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები