 | ავტორი: ჯაფარა77 ჟანრი: იუმორისტული 16 მარტი, 2014 |
ტლაკი ხარ!
როგორც იქნა ნიცაც(2 წლისაა)მიიღეს ბაღში და დღის უდიდეს ნაწილში, -ნიცა არ გატეხო, ნიცა წაიქცევი, ნიცა გადმოვარდები, კედელი არ დაჩხაპნო, არ დაარტყა კირას, (უმცროსი დაა 1 წლის) თმას ნუ აწიწკნი, არ უკბინო, საჭმელი არ გადაისხა, მაგიდაზე არ ახვიდე, ფისი რატომ ქენი შარვალში, "გარშოკი" (ქოთანი) რატომ გადააყირავე და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამ, ჩაანაცვლა Gangnam Style იდიოტურმა მელოდიამ, რომელზეც კირა მთელი დღე ცეკვავს და თავს მხოლოდ შიმშილის დროს გვახსენებს.
საღამოს ხუთი საათია და ჩამოვიყვანეთ ნიცა ბაღიდან თავის ორ დასთან(ლივია 5წლის, ფრიდა 4წლის) ერთად და სახლი მონატრებულმა ჟრიამულმა გაავსო: -დეეე მშია, ამ შარვალს არ ჩავიცმევ, ეს უკვე მეცვა, ეს ჩემი ჩუსტი არაა და ასე შემდეგ.
ნიცა ბაღის ამბებს ყვება აჟიტირებული: -კაკაო და პეცენია ვტამე,მარი მასტავლებელს დავუძელე, მე ალ ვიტილე, მტელი დხე გელოდებოდი, ფისი გასოკსი ვხენი, ილიას სათამასო ტავართვი და ცუდი სიტყვა მითხლა...
ვცდილობ არ ვკითხო რა სიტყვა, რომ არ დაიმახსოვროს, დაავიწყდეს.
საღამოს ბაბუა გაეთამაშა ნიცას გასაბრაზებლად, იმანაც ჩვეულად შეუბღვირა. ისეთი საყვარელი გაბრაზება აქვს, -შეკრავს წარბებს, თავს ოდნავ ქვევით დახრის,და ირიბი მზერით :ჩოლკებიდან" ისე გამოგიღრენს, -შეჭმა მოგინდება. --ქოთანააა. (ეძახის ბაბუა, ბუნჩულაა ნიცა) --მე ალ ვალ ქოთანა. უბღვერს ნიცა --ალ ვაააალ. (კივის) --აბა რა ხაააარ?! აქეზებს ბაბუა --მე ნიცუცა ვალ, შენ ტლაკი ხარ. დებილო. მოიფხანა გული.
ესეც შენი ბაღში ნასწავლი ცუდი სიტყვა. რათქმაუნდა ვუხსნი რომ ეს ცუდი სიტყვაა და გოგომ არ უნდა თქვას, რომ ბაბუა უფროსია და განსაკუთრებით არ შეიძლება ბაბუაზე დაძახება, რომ ეს დიდი სირცხვილია...
კომპიუტერთან ვზივარ და უცებ შემოვარდა ნიცა ბედნიერი ჟივილ-ხივილით: --მამიკოოო, მამიკოოოო... --რა იყო მამააა?! ინტერესით ვეკითხები. --იცი, მე ბაბუას ტლაკი აგალ ვუთალი... --ჩემი ჭკვიანი გოგოოო, ჩემი სიხარული... --მამიკოოოო, მამიკოოოო, (ვინ გაცალა სიხარული, თან ფეხზე მექაჩება რომ გადამრთოს.) ახლა მამადაგლო ვუთალიიიი... უდიდესი კმაყოფილებითა და სიამაყით მახარა.
როგორც ვამჩნევ, ერთი ორ კვირაში ოჯახში კარდად დახვეწილი ქუჩური ჟარგონებით დავიწყებთ "ბაზარს" მე და ჩემი ოთხი ქალიშვილი. აი მერე კი მიტირეეეთ.
15.03.2014
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
54. უღრმესი მადლობა ია. თქვენც ჯანმრთელი და ბედნიერი გიმყოფოთ უღრმესი მადლობა ია. თქვენც ჯანმრთელი და ბედნიერი გიმყოფოთ
53. ძალიან ვიხალისე, გაიხარეთ. ოცი წლის წინანდელი კურიოზი გამახსენეთ... მეც აქვე გაგაცინებთ: ჩემი სამი წლის ბიჭს ძალიან ახლო ადამიანმა ასწავლა "შენი დედა მოკატალე", სულ იმეორებდა და ვერ გადავაჩვიეთ. ერთ დღეს ამორბის ეზოდან, აბრახუნებს კარებზე, სულს ძვლივს ითქვამს ისე მეუბნება: "დეეე, დეეე, სენი დედა ალა, ჩემი დედა მოკატალეო"... დიდი შეღავათია მეთქი და მეც თქვენსავით გავიფიქრე, მაგრამ, ღმერთს მადლობა, ვოცნებობ, მას ჰყავდეს მისთანა შვილები... ეს პირველად მოვყევი და რომ არა თქვენი იუმორი, არც დავწერდი... მაპატიეთ, პატივისცემით... უფალმა სასახელოები გაგიზარდოთ... ძალიან ვიხალისე, გაიხარეთ. ოცი წლის წინანდელი კურიოზი გამახსენეთ... მეც აქვე გაგაცინებთ: ჩემი სამი წლის ბიჭს ძალიან ახლო ადამიანმა ასწავლა "შენი დედა მოკატალე", სულ იმეორებდა და ვერ გადავაჩვიეთ. ერთ დღეს ამორბის ეზოდან, აბრახუნებს კარებზე, სულს ძვლივს ითქვამს ისე მეუბნება: "დეეე, დეეე, სენი დედა ალა, ჩემი დედა მოკატალეო"... დიდი შეღავათია მეთქი და მეც თქვენსავით გავიფიქრე, მაგრამ, ღმერთს მადლობა, ვოცნებობ, მას ჰყავდეს მისთანა შვილები... ეს პირველად მოვყევი და რომ არა თქვენი იუმორი, არც დავწერდი... მაპატიეთ, პატივისცემით... უფალმა სასახელოები გაგიზარდოთ...
52. გმადლობ რომ წაიკითხე გმადლობ რომ წაიკითხე
51. :D კარგ განწყობაზე მომიყვანა :დ
5 :D კარგ განწყობაზე მომიყვანა :დ
5
50. არა თამარ, რა საწყენად, მართალი ხართ და გეტყვით მაგის ახსნას. ოთხი შვილი მყავს 5. 4. 2,5. 1.5წლისები. თუ მეორეს ელაპარაკება უფროსი, ელაპარაკება მის ენაზე, თუ მესამეს, --მის ენაზე და უკვე ვეღარც ვარჩევ რომელ ასოს ამბობენ და რომელს ვერ კი არა არ ამბობენ. რ-ს რომ ვერ ამბობს ნიცა კი ვიცი. მიხარია ასე ყურადღებით რომ წაიკითხეთ და ასეთ დეტალს მიაქციეთ ყურადღება არა თამარ, რა საწყენად, მართალი ხართ და გეტყვით მაგის ახსნას. ოთხი შვილი მყავს 5. 4. 2,5. 1.5წლისები. თუ მეორეს ელაპარაკება უფროსი, ელაპარაკება მის ენაზე, თუ მესამეს, --მის ენაზე და უკვე ვეღარც ვარჩევ რომელ ასოს ამბობენ და რომელს ვერ კი არა არ ამბობენ. რ-ს რომ ვერ ამბობს ნიცა კი ვიცი. მიხარია ასე ყურადღებით რომ წაიკითხეთ და ასეთ დეტალს მიაქციეთ ყურადღება
49. გამეცინა ნამდვილად, მაგრამ... ერთი შეუსაბამობაა... თუ ბავშვი ვერ ამბობს ასო-ბგერა "რ"-ს, ის მას ვერცერთ სიტყვაში იტყვის და ყველგან გამოვა ნათქვამი "ლ". არ ვიცი, თქვენ ელაპარაკებით ასე ენამოჩლექით თუ ბავშვი თავად ლაპარაკობს ასე? უბრალოდ, არის რამდენიმე თანხმოვანი, რომელთაც ჯგუფ-ჯგუფად ვერ ამბობენ ბავშვები. მაგალითად, თუ ვერ ამბობს "ქ"-ს, ის ვერ იტყვის ვერც "გ"-ს და ვერც "კ"-ს... ისინი ამბობენ "ქ"-ს ნაცვლად "თ"ს, "გ"-ს ნაცვლად - "დ"-ს და "კ"-ს ნაცვლად - "ტ"-ს. "ჭ"-ს ნაცვლად შეიძლება თქვას "წ", მაგრამ ვერცერთს ამბობდეს, გამორიცხულია... "შ"-ს ნაცვლად "ს"-ს ამბობენ და "ჩ"-ს ნაცვლად - "ც"ს... კიდევ ვიმეორებ, თუ მას ასე ნალაპარაკევი არ ესმის ოჯახში უფროსებისგან. მაშინ ის ამ სიტყვებს, უბრალოდ, ასე დაიმახსოვრებს.
იმედია, ამას საწყენად არ მიიღებ, ხომ? :) გამეცინა ნამდვილად, მაგრამ... ერთი შეუსაბამობაა... თუ ბავშვი ვერ ამბობს ასო-ბგერა "რ"-ს, ის მას ვერცერთ სიტყვაში იტყვის და ყველგან გამოვა ნათქვამი "ლ". არ ვიცი, თქვენ ელაპარაკებით ასე ენამოჩლექით თუ ბავშვი თავად ლაპარაკობს ასე? უბრალოდ, არის რამდენიმე თანხმოვანი, რომელთაც ჯგუფ-ჯგუფად ვერ ამბობენ ბავშვები. მაგალითად, თუ ვერ ამბობს "ქ"-ს, ის ვერ იტყვის ვერც "გ"-ს და ვერც "კ"-ს... ისინი ამბობენ "ქ"-ს ნაცვლად "თ"ს, "გ"-ს ნაცვლად - "დ"-ს და "კ"-ს ნაცვლად - "ტ"-ს. "ჭ"-ს ნაცვლად შეიძლება თქვას "წ", მაგრამ ვერცერთს ამბობდეს, გამორიცხულია... "შ"-ს ნაცვლად "ს"-ს ამბობენ და "ჩ"-ს ნაცვლად - "ც"ს... კიდევ ვიმეორებ, თუ მას ასე ნალაპარაკევი არ ესმის ოჯახში უფროსებისგან. მაშინ ის ამ სიტყვებს, უბრალოდ, ასე დაიმახსოვრებს.
იმედია, ამას საწყენად არ მიიღებ, ხომ? :)
48. გმადლობ ივდო, გაიხარე. არ ვიცი რამდენად მოსალოცია პასუხისმგებლობის მომატება, მაგრამ სასიამოვნოა ნამდვილად გმადლობ ივდო, გაიხარე. არ ვიცი რამდენად მოსალოცია პასუხისმგებლობის მომატება, მაგრამ სასიამოვნოა ნამდვილად
47. გილოცავთ ბ-ნ ზურა თავფურცელს,გამიხარდა ძალიან,წარმატებები! :) გილოცავთ ბ-ნ ზურა თავფურცელს,გამიხარდა ძალიან,წარმატებები! :)
46. გმადლობ ნონა, გმადლობ ნონა,
45. გილოცავ ზურა თავფურცელზე გასვლას და რჩეული ავტორის სტატუსს,მალე პოეზიაშიც უნდა გიხილო...:* გილოცავ ზურა თავფურცელზე გასვლას და რჩეული ავტორის სტატუსს,მალე პოეზიაშიც უნდა გიხილო...:*
44. გმადლობ ბუდულა გმადლობ ბუდულა
43. გათავფურცლებას გილოცავ, ჯაფარა: ეს ერთი და კიდევ მრავალი გათავფურცლებას გილოცავ, ჯაფარა: ეს ერთი და კიდევ მრავალი
42. გმადლობ მარიამ გმადლობ მარიამ
41. Yvelaferi yvelaferi , magram finali xom saertod :D vixalise )) Yvelaferi yvelaferi , magram finali xom saertod :D vixalise ))
40. გმადლობ ქარონ, მიხარია რომ ასე მოგწონთ გმადლობ ქარონ, მიხარია რომ ასე მოგწონთ
39. კომენტარებს შემოვყევი აქ და კიდევ ერთხელ ვისიამოვნე. კომენტარებს შემოვყევი აქ და კიდევ ერთხელ ვისიამოვნე.
38. დიდი მადლობა ნემე, შენი სიტბო გადასდებოდეს ყველას, სითბო რომელსაც უანგაროდ უზიარებ ყველას დიდი მადლობა ნემე, შენი სიტბო გადასდებოდეს ყველას, სითბო რომელსაც უანგაროდ უზიარებ ყველას
37. კიდევ ერთხელ შემოვედი აქ-ჯერ ავატარს დავხედე,მერე ნაწარმოები წავიკითხე და გული სითბოთი ამევსო...დრო არ უნდა დაკარგო,როცა ასეთი პროტოტიპები გყავს-უნდა წერო და წერო...კარგია :) :) კიდევ ერთხელ შემოვედი აქ-ჯერ ავატარს დავხედე,მერე ნაწარმოები წავიკითხე და გული სითბოთი ამევსო...დრო არ უნდა დაკარგო,როცა ასეთი პროტოტიპები გყავს-უნდა წერო და წერო...კარგია :) :)
35. :დ კარგი იყო, ვიცინე, ნიცას უთხარი ბაბუას ნუ ჩაგრავს :დ :დ :დ კარგი იყო, ვიცინე, ნიცას უთხარი ბაბუას ნუ ჩაგრავს :დ :დ
34. მომეწონა ძალიან++ მომეწონა ძალიან++
33. კარგად ვიცინე++ კარგად ვიცინე++
32. ძალიან ვიხალისე,კარგია++ ძალიან ვიხალისე,კარგია++
30. ამის წაკითხვა არასდროს მწყინდება,განსაკუთრებით ცუდ ხასიათზე(თუნდაც ახლა).გაიხარეთ! ამის წაკითხვა არასდროს მწყინდება,განსაკუთრებით ცუდ ხასიათზე(თუნდაც ახლა).გაიხარეთ!
29. :D :D :D
ბიჭის ძებნაში არა ნამდვილად, თავიდანვე 4-ს ვაპირებდით და რაცგამოვიდა გამოვიდა. არცერთს არ გავცვლი 10 საუკეთესო ბიჭში :D :D :D
ბიჭის ძებნაში არა ნამდვილად, თავიდანვე 4-ს ვაპირებდით და რაცგამოვიდა გამოვიდა. არცერთს არ გავცვლი 10 საუკეთესო ბიჭში
28. ჩემო კარგო, ბიჭის ძებნაში - შენ იმისთანა დამტირებლები შეგძენია რომ კი უნდა დაგნატროს ქვეყანამ... :) 5 ქულა. ჩვენი ტირილი რაღად გინდა... :) ჩემო კარგო, ბიჭის ძებნაში - შენ იმისთანა დამტირებლები შეგძენია რომ კი უნდა დაგნატროს ქვეყანამ... :) 5 ქულა. ჩვენი ტირილი რაღად გინდა... :)
27. კი ეგენი არიან ასაკის მიხედვით ლივია, ფრიდა, ნიცა და კირა
კი ეგენი არიან ასაკის მიხედვით ლივია, ფრიდა, ნიცა და კირა
26. ავატარზე ეს გოგონები არიან? საყვარლები.:) ავატარზე ეს გოგონები არიან? საყვარლები.:)
25. გმადლობ ჭა. ეგაა ამ ზაფხულის ფოტო, ჩემი გოგოები :დ გმადლობ ჭა. ეგაა ამ ზაფხულის ფოტო, ჩემი გოგოები :დ
24. რა საყვარელი ავატარია...:-* რა საყვარელი ავატარია...:-*
23. კარგად ვიხალისე...:)) გაეზარდოს დედიკოს ნიცუცა...:-* კარგად ვიხალისე...:)) გაეზარდოს დედიკოს ნიცუცა...:-*
22. გეთანხმებით გეთანხმებით
21. :D :D საყვარელი პატარები ++ :D :D საყვარელი პატარები ++
20. გაიხარე თეო. დიდი მადლობა გაიხარე თეო. დიდი მადლობა
19. ვაიმე რამდენი ვიცინე, რა საყვარელი ნიცა გყავს და საერთოდ ეს გოგონები უსაყვარლესები არიან, უფალმა გაგიზარდოს ბედნიერები. ამ საყვარელ მოთხრობას კი ჩემი გულთბილი მოწონება:) ვაიმე რამდენი ვიცინე, რა საყვარელი ნიცა გყავს და საერთოდ ეს გოგონები უსაყვარლესები არიან, უფალმა გაგიზარდოს ბედნიერები. ამ საყვარელ მოთხრობას კი ჩემი გულთბილი მოწონება:)
16. :დ უღრმესი მადლობა ყველას
:დ უღრმესი მადლობა ყველას
15. :D გულიანად გავიცინეეეეეეე.გმერთმა სასახელოები გაგიზარდოოოოოოოოოოოოოოტ.არაა იოლო 4 ქალიშვილის მამობა. :)+++ :D გულიანად გავიცინეეეეეეე.გმერთმა სასახელოები გაგიზარდოოოოოოოოოოოოოოტ.არაა იოლო 4 ქალიშვილის მამობა. :)+++
14. ჰაჰა მაგარი ბავშვია ნიცა :* ჰაჰა მაგარი ბავშვია ნიცა :*
13. ნიცა :) ჩემ გოგოსაც ნიცა ჰქვია :) გოგოებზე ვგიჟდები ნიცა :) ჩემ გოგოსაც ნიცა ჰქვია :) გოგოებზე ვგიჟდები
12. ვაიმე რა კარგებია ეს ოთხი პატრუკანა გოგოები, ზუსტად ოთხი და ოთხივე გოგონები ჰყავს ჩემს ახლობელ თემოს გაიხარონ გამრავლდნენ. ძალიან მიკვარხართ.
რატომ იმახსოვრებენ ბავშვები ცუდ სიტყვებს, კარგზე მეტად?! ვაიმე რა კარგებია ეს ოთხი პატრუკანა გოგოები, ზუსტად ოთხი და ოთხივე გოგონები ჰყავს ჩემს ახლობელ თემოს გაიხარონ გამრავლდნენ. ძალიან მიკვარხართ.
რატომ იმახსოვრებენ ბავშვები ცუდ სიტყვებს, კარგზე მეტად?!
11. გმადლობ თემურ. მიხარია თუ ისეთი თხრობა გამომივიდა, რომ ემოცია სწორად მოსულიყო... გმადლობ თემურ. მიხარია თუ ისეთი თხრობა გამომივიდა, რომ ემოცია სწორად მოსულიყო...
10. ვუერთდები საერთო განწყობას. საინტერესო და სასიამოვნო მოთხრობაა. ++
ვუერთდები საერთო განწყობას. საინტერესო და სასიამოვნო მოთხრობაა. ++
9. უღრმესი მადლობა პაატა. უღრმესი მადლობა პაატა.
8. ძალიან კარგია, ზურა :))))))))) მაგრად ხომ ვიხალისე, ნიცა ხომ უზომოდ შემიყვარდა და რაც მთავარია ამ იუმორში დავინახე უდიდესი პროტესტი დეგრადირებული გარემოს მისამართით. ძალიან კარგი რამეა.
ჩემი უმაღლესი შეფასება აქ :) ძალიან კარგია, ზურა :))))))))) მაგრად ხომ ვიხალისე, ნიცა ხომ უზომოდ შემიყვარდა და რაც მთავარია ამ იუმორში დავინახე უდიდესი პროტესტი დეგრადირებული გარემოს მისამართით. ძალიან კარგი რამეა.
ჩემი უმაღლესი შეფასება აქ :)
6. :)))))) ზურა !!! + + :)))))) ზურა !!! + +
5. მამადაგლოოო , საკვარელიიი , ბედნიერება თქვენ და თქვენს შვილებს :* მამადაგლოოო , საკვარელიიი , ბედნიერება თქვენ და თქვენს შვილებს :*
4. გაიხარე ივდო. შემდეგს ვერ გპირდები მაგრამ თუ დავწერე კიდე ფაქტია რომ ნახავ გაიხარე ივდო. შემდეგს ვერ გპირდები მაგრამ თუ დავწერე კიდე ფაქტია რომ ნახავ
3. ,,მამიკოოოო, მამიკოოოო, (ვინ გაცალა სიხარული, თან ფეხზე მექაჩება რომ გადამრთოს.) ახლა მამადაგლო ვითალიიიი... უდიდესი კმაყოფილებითა და სიამაყით მახარა." რაც არ უნდა ცუდად ვიყო,სულ მეცინება ნიცას სიტყვებზე :D გაიხარეთ!ველი შემდეგს :)))
,,მამიკოოოო, მამიკოოოო, (ვინ გაცალა სიხარული, თან ფეხზე მექაჩება რომ გადამრთოს.) ახლა მამადაგლო ვითალიიიი... უდიდესი კმაყოფილებითა და სიამაყით მახარა." რაც არ უნდა ცუდად ვიყო,სულ მეცინება ნიცას სიტყვებზე :D გაიხარეთ!ველი შემდეგს :)))
1. აუცილებლად ჩაიწერეთ, მერე გასახსენებლად ძალიან მაგარია:))) ნიცას მოკითხვა აუცილებლად ჩაიწერეთ, მერე გასახსენებლად ძალიან მაგარია:))) ნიცას მოკითხვა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|