ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვასკა
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2014


ცოტნე დადიანი

ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას
საქართველო ერქვა.
მტრები მუდამ გარს ეხვივნენ
ხროვად, მეტისმეტად.
  საქართველო ცდილობდა
  მტრების მოგერიებას.
  ამ ბრძოლებში იხვეჭდა
  თვის სახელს და დიდებას.
მტერზე გამარჯვებები
უჯდებოდა ძვირად.
უამრავ მამაც მებრძოლს
იწირავდა ხშირად.
  დიდი ბრძოლის დაწყებამდე
  შედგებოდა კრება,
  მეფეები მოითხოვდნენ
  სათათბიროს ხლებას.
სწორედ ასეთი კრება
დიდებულთა სარდლობით,
შეიკრიბა კოხტასთავს
დადიანის მთავრობით.
  მათ უნდა განეხილათ
  საქართველოს ბედი.
  დიდებულებს ჰქონდათ
  ქვეყნის ხსნის იმედი.
დაესახათ გეგმები,
ემოქმედათ ფრთხილად.
დაჩაგრული ქვეყანა
შვილებს ხდიდა გმირად.
  პატრიოტი ქართველები
  სამშობლოსთვის თავსაც სდებდნენ,
  სამოქმედოდ გზებს სახავდნენ,
  სანამ მტრები წაასწრებდნენ.
მტარვალებმა ქვეყნის შვილნი
თათბირისას შეიპყრეს,
ანისში წაიყვანეს,
დიდ შაჰთან წარადგინეს.
  შაჰმა მოიწადინა
  გაერკვია სიმართლე.
  ვაჟკაცურმა ქართველებმა
  უმალ თავი იმართლეს.
ჩვენ ვცდილობდით დიდო შაჰო,
საქმის მოწესრიგებას.
გადასახადის აკრეფას
და თქვენთან წარდგინებას.
  შაჰმა მალე შეატყო
  ქართველებს ორგულობა.
  მაგრამ მათი აკვირვებდა
  თავგანწირვა, ლომგულობა.
უმალ ბრძანა, ქართველები
გაეყვანათ მოედანზე,
იქ ტიტვლები დაეწვინათ
და თაფლი წაესვათ ტანზე.
  ასე მანამ იქნებოდნენ,
  სანამ რჯულს არ შეიცვლიდნენ
  და შაჰის რჩევისამებრ
  არ გამაჰმადიანდებოდნენ.
ქართველებმა შაჰის რჩევას
უარი განუცხადეს.
მაჰმადიანურ ცხოვრებას
სიკვდილი ანაცვალეს.
  ქართველთ ტანჯვა-წამებაში
  გადიოდა დღენი
  და შაჰს ძლიერ აკვირვებდნენ
  ვაჟკაცური თმენით.
ახლა უკან გავიხედოთ
და დავბრუნდეთ კოხტასთავს,
გავარკვიოთ, რა გადახდათ
ცოტნეს და მის 3 თავადს.
  მაშინ, როცა შეთქმულებმა
  ბრძოლის დრო დაადგინეს.
  სამ თავადთან ერთად ცოტნე
  გაემართა სხვა მხარეს.
რადგან აქაც შეეკრიბა
პატრიოტი ქართველნი.
გამარჯვების მეტი შანსის
და იმედის მსახველნი.
  მეორე დღეს დათქმულ ადგილს
  დაუბრუნდა დადიანი
  და ამხანაგთა შეპყრობით
  ძლიერ გახდა დარდიანი.
მან მაშინვე გადაწყვიტა
ისიც ანისს წასულიყო.
და ამხანაგების გვერდით
მათთან ერთად დასჯილიყო.
  როცა ანისს მიაღწია,
  მოედანზე თაფლწასმული მეგობრები ნახა.
  ცოტნემ ფიცხლად გაიხადა,
  თაფლწასმული მეგობრების გვერდით დაჯდა.
ეს ამბავი შაჰს გადასცეს,
რამაც გააკვირვა დიდად.
ცოტნეს ჰკითხა: რად მოხვედი
და რად ზიხარ ასე მშვიდად?
  ცოტნემ უთხრა: ჩემს მეგობრებს
  არა დაუშავებია
  და უდანაშაულოთ თუ სჯით,
  მათთან ვიყო მირჩევნია.
ყველა გაანთავისუფლა,
გულმოწყალე გახდა შაჰი.
მწვალებლისგან თავის დახსნას
უმადლოდა ცოტნეს ხალხი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები