ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2014


........

ვერაუხსნელი სიმშვიდე გდევდა
შუქი - უდაფო და უნაღარო,
შენში სახლობდა ლამაზი სევდა
და თვალებიდან ჩანდა სამყარო...
ამაოებას-დრო-ჟამთა ამქარს
ხატავდა ფუნჯი, ფერებკაზმული
შენ წახვედი და  სამყაროც გაქრა
როგორც კომეტა, მზისგან გასული..…
ახლა არ ვიცი, ვინ ვარ და სად ვარ,
ლექსმა როგორღაც მომძებნა, ბედად...
მდევს პროცესია ჩუმი და სადა
და დახუჭული თვალებით გხედავ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს