ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაჯუ-ჯაჯუნა
ჟანრი: პროზა
21 მარტი, 2014


„გარბუშკების“ ომი



  ხალხის აურზაური თავიდანვე მთრგუნავდა, მითუმეტეს სიმჭიდროვე და ჭყლეტვა ტროლეიბუსში, მაგრამ მიუხედავად ამისა მე ყოველთვის სკამის უკან მომრგვალებულ და შემაღლებულ ადგილას მიყვარდა დგომა, თან დედაჩემის ოქროსფრად მოელვარე კულულებს, ვეფერებოდი დროდადრო, რომელიც ჩემს წიმ სკამზე იჯდა და მოხუც ქალბატონს ესაუბრებოდა, მართალია არ იცნობდა, მაგრამ იმდენად კარგი მოსაუბრე იყო, რომ საერთო ენას ყველასთან პოულობდა, მე კი ეს ყოველივე სულ მიკვირდა და ამით დედაჩემს ჩემთვის უფრო საოცარს და განსაკუთრებულს ხდიდა.
  ეს ის პირველი დღე იყო როდესად დედამ ბაღში მიმიყვანა, ძალიან განვიცადე, როდესაც მარტო დავრჩი მკაცრი მასწავლებლისა და უცხო ბავშვების გარემოცვაში. დიდხანს ვიჯექი გაუნძრევლად არავის ხმას არ ვცემდი და არავის არ ვუყურებდი, სანამ მასწავლებელი თავზე არ დამადგა და არ მითხრა, რომ ჭამის დრო იყო, აი მაშინ კი ისეთი ღრიალი მოვრთე, რომ მასწავლებლიან ბავშვებიანად ყველა მე მამშვიდებდა, როგორც იქნა დავმშვიდდი და მაგიდას მივუჯექი, აი წვნიანიც მოიტანეს, დიდი ჩამჩით დაგვისხეს სათითაოდ (მაგიდასთან ოთხნი ვეტეოდით) და დიდი თასით შავი აგური პურის დაჭრილი ნაჭრები დაგვილაგეს, მასწავლებელს თასი დადებული არ ქონდა, რომ მიესივნენ ბავშვები და მთელი პურის ნაჭრები დაიტაცეს, განსაკუთრებით კი პურის ქერქიანი ნაწილი „გარბუშკები“. მე კი დამრჩა მხოლოდ ქერქის კვადრატი ცოტაოდენი  პურის გულით. მსგავსი მოვლენა ყოველდღიურად გრძელდებოდა და იმდენად დავსპეცდი „გარბუშკების“ დატაცებით, რომ სახალისოც კი გახდა, ეგ არ ვაკმარე და კოალიცია შევქმენი, სადაც კიდევ ორი წევრი მყავდა: ლევანი და სოფო, რომლებიც სხვა მაგიდებს კურირებდნენ და იქიდან იტაცებდნენ „გარბუშკებს“ ასე მხიარულად ვატარებდით დროს, სანამ დროდადრო უბედურება არ გვეწვეოდა ხოლმე: „მაშინდელ კომუნისტურ წესწყობილებაში აღზრდილი მუშაკები“ მოგეხსენებათ რამდენად პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩეოდნენ?! და ისინიც სკოლიდან დაბრუნებულ შვილებს ტოვებდნენ თავიანთ ადგილას თვითონ კი, ხან სასწავლო ნაწილის კაბინეტში ხან კი სხვადასხვა ადგილას ატარებდნენ დროს ყავის სმასა და ქეიფში. ჩვენ კი ვწყევლიდით იმ დღეს და დაზაფრულები სკამებზე ვისხედით, ჩერდებოდა თამაში, სიცილი და გართობა, კუბიკები აღარავის უნდოდა არც სახლიდან წამოღებულ სათამაშოებს აქცევდა ვინმე ყურადღებას, ყველას ერთი აზრი გვიტრიალებდა თავში: ამჯერად რომელი იქნება შემდეგი, შეშინებულები იმას ვნატრობდით არაფერი ევნოთ ჩვენთვის, ისინი კი ჩვენით ერთობოდნენ დაგვდინოდნენ, რახან პატარები და უმწეონი ვიყავით, ზოგს თმებს წიწკნიდნენ, ზოგს ყურებს ახევდნენ, ზოგს კი უბრალოდ ლოყებზე უტყაპუნებდნენ, ზოგსაც ოთხზე აყენებდნენ და ძაღლივით ყეფას აიძულებდნენ, ზოგსაც საჯაროდ ჩახდას და „ჩიტის“ ჩვენებას აიძულებდნენ. ჩვენ კი ამაზე ვერაფერს ვამბობდით, გვეშინოდა და იმიტომ, არა,რომ უბრალოდ გვეშინოდა, იმდენად გვეშინოდა ზოგი შიშისგან მართლა იფსავდა, რასაც მშობლების გაღიზიანება მოჰყვებოდა, მაგრამ მშობლებს მაგას ვერ მოვუყვებოდით, ეგ კი არა და, რომც მოგვეყოლა ვინ დაგვიჯერებდა? ჩვენ ხომ 4 წლის ბავშვები ვიყავით.
  მათალია შიში ძალიან ძლიერი იყო ჩემში და სხვა ბავშვებშიც, მაგრამ პროტესტის გრძნობაც იმდენად დიდი იყო, რომ გადაფარა ეს ყველაფერი, სულ იმას ვფიქრობდი რა მომეგონებინა, რომ ისინი თავიდან მოგვეშორებინა.
- მოდი ყველანი ტუალეტში დავიმალოთ, ამბობდა ლევანი
- ყველანი ვერ დავეტევით სულელო, ეჩხუბებოდა სოფო,
- მოდით, რომ შემოვლენ ხმა არ გავცეთ, ვთქვი მე
- ეგ ხომ უკვე ვცადეთ?! გამაჩერა ლევანიმ...
- მოდით გარბუშკების ომი მოვუწყოთ, ისევ წამოვიძახე მე,
- ეგ როგორ?
- როგორ და შევაგროვოთ, რამდენიმე დღე ვაგროვოთ, დავმალოთ ტანსაცმელების კარადაში იქ არავინ ნახავს, მერე კი სროლა ავუტეხით
- თან წვნიანიც, რომ მივაყოლოთ? ამყვა სოფო
- კი მასე ჯობია დავეთანხმე მეც.
რამდენიმე დღის შემდეგ მართლა ავასრულეთ ეს ჩანაფიქრი, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც „გარბუშკების ომი,.  მასწავლებლებმა მეორე დღეს ჩვენი დასჯა გადაწყვიტეს, მაგრამ ვერ განახორციელეს, ის მეორე დღე 1989 წლის 9 აპრილი გახლდათ, რომელიც ჩემს მეხსიერებაში იმითი ჩარჩა,რომ პირველად არ წავედი ბაღში და დასჯას გადავრჩი...
ბაღის დამთავრების შემდეგ ლევანი აღარ მინახავს, სოფო და მე ერთ სკოლაში ვსწავლობდით, მის დედას სკოლიდან გამოვყავდი ხშირად და ბევრი კარგი, რამ მახსოვს: როგორ გვაჭმევდა მე და სოფოს ერთად ხან რას ხან რას, ხან ნაყინს გვიყიდიდა, ხან კი კანფეტებს, ისიც მახსოვს სოფოს უფროსი ძმა,როგორ გვეთამაშებოდა, რამდენჯერმე ზოოპარკშიც კი წაგვიყვანა, ასე ბედნიერად გადიოდა წლები, სანამ სოფოს ძმა არ მოკლეს, აი მაშინ კი მართლა დასრულდა ჩვენი ბედნიერება, ის დღე კარგად მახსოვს: 1996 წლის რვა აპრილი იყო გარბუშკების ომიდან ზუსტად შვიდი წელი, მას შემდეგ სოფოს მშობლები სხვა ქალაქში გადავიდნენ და მეც დავკარგე სოფო, მისი არც სახლი ვიცოდი და არც კარი, არც ის თუ რომელ ქალაქში გადავიდა და სად.

* * *
  როდესაც სამსახურიდან  ერთ თვიანი მივლინებით ქუთაისში გამაგზავნეს, დავალებული მქონდა იქაურ ინვალიდთა ფედერაციის პრეზიდენტს შევხვედროდი და სხვადასხვა იურიდიული საკითხების მოგვარებაში დავხმარებოდი სრულიად უსასყიდლოდ, შენობაში შევედი თუ არა ეტლზე დამჯდარი ნაცნობი სახე დავინახე, ეს სოფო იყო, სრულებით არ შეცვლილა გავიფიქრე გულში, წარბს ზემოთ ის შრამი ისევ ეტყობოდა ჩემს გამო, რომ ტროტუარის კიდეს ჩამოარტყა, და ჩემთვის მოსაცემი კანფეტები ძირს დაუცვივდა.
- გამარჯობა სოფო
- უკაცრავად ვერ გიცანით?
- მე დათო ვარ !
- აბა დათო?
- შენი ბაღელი გახსოვს? მე ლევანი „გარბუშკების“ ომი
ამის გაგონებაზე სოფოს ცრემლები წამოსცვივდა
- უკაცრავად არ მინდოდა თქვენი შეწუხება
- არაფერია გამივლის !
- აი გაიმშრალეთ და მე ცხვირსახოცი გავუწოდე.
- აქ როგორ მოხვდით?
- თქვენ პრეზიდენტს უნდა შევხვდე
- იცი ეგ პრეზიდენტი ჩემი მეუღლეა, ორივენი ავტოკატასტროფაში მოვყევით და მას შემდეგ ასე ვართ,
- როდის?
- „გარბუშკების“ ომიდან ზუსტად 15 წელში და ორივეს გაგვეღიმა, რომელიც სიმწრის ღიმილს უფრო გავდა ვიდრე, სიხარულისას,
- ძალიან ვწუხვარ...
- იცი? ნეტა არ მოგვეწყო ეს „გარბუშკების“ ომი
- რატომ?
- ყოველ მაგ წელს უბედურება ხდება, ხან მცირედი ხან კი დიდი
- მართლა?
- კი
- ძალიან ვნანობ
- რას?
- ჩემი იდეა იყო ეგ „გარბუშკების“ ომი, მე რომ არ მომეფიქრებინა, იქნებ შენი ძმა დღეს ცოცხალი ყოფილიყო? იქნებ დედაჩემიც არ მომკვდარიყო, იქნებ შენც ფეხზე მდგარიყავი? იქნებ შენი მეუღლეც ჯანმრთელად ყოფილიყო? მძულს ეგ დღე, მძულს საერთოდ რამ მომაფიქრებინა?!
ხმა იმდენად ამიკანკალდა და ცრემლები წამომცვივდა, რომ სოფოს შეეშინდა და ჩემი ცხვირსახოცი უკანვე დამიბრუნა.
- ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება დამამშვიდა და ეტლი მიაბრუნა
მე კი წამოვედი, სასტუმროში მივედი, ორი დიდი ბოთლი ვისკი მოვითხოვე, მთელი ღამე ვსვავდი, დილამდე, დილით უფროსის ზარმა გამომაღვიძა და შემატყობინა, რომ შეხვედრა გადაიდო, მე ვიკითხე თუ რატომ? პრეზიდენტის ცოლი გარდაიცვალა, ღამე ინსულტით...
მე ისტერიული სიცილი ამიტყდა, რომელიც მთელ სასტუმროს ესმოდა და ბოლო ხმაზე ვყვიროდი: ჯანდაბამდე გზა ჰქონია „გარბუშკების“ ომს, დღეს ხომ 2008 წლის რვა აპრილის დილა იყო?!






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები