ჩემო საბრალო სამშობლო, შენ მიგატოვებს ქუჩაში მარტო შენმა შვილებმა.
მე ვდგავარ გაუნათლებელ მასაში მათსავით გაუნათლებელი და ვხვდები შესაძლოა აქ მშიერი მოვკვდე.
ჩვენ არ გვაქვს სურვილი ორმოდან ამოსვლის.
ჩემი მშობლები მეცოდებიან, მეცოდებიან ჩემი მეგობრები, მეცოდება ახალ დაბადებული, თოთო ბავშვი. მან ხომ არ იცის სად დაიბადა.
მეცოდება ბებიაჩემი, რომელსაც მამა დაუხვრიტეს კომუნისტებმა. მეცოდება დედაჩემი, რომელიც იღლება ამდენი შრომისგან.
მეცოდება მამაჩემი და მეცოდება მათი თაობა, დაკარგული თაობა.
მენატრება ბავშვობა, მინდა თოვლში ვთამაშობდე. თოვლს ვაჭმევდე მეგობარს, რომელიც შემდგომ ამერიკაში წავიდა. მე რა ვქნა ჩემო სამშობლო? მეც წავიდე?
მეცოდება ჩემი მეგობარი ანანო ბრეგვაძე, მას სურს აქედან წასვლა მხოლოდ იმიტომ, რომ სამსახურს ვერ შოულობს. ის რომ წავიდეს აღარ ჩამოვა წინასწარ ვხვდებით. ეხლა ვიწყებ ტირილს, აქ ამის უფლება დარჩა?
და რომ წავიდეს ეს იქნება მშვენიერი მიზეზი სევდისა. დედამოვტყან მე თქვენი პოლიტიკოსებო მთელი ბავშვობა გვატყუებდით, ახლაც გვატყუებთ.
მე მინდა აქ მოვკვდე, ამ საშინელ ქვეყანაში კერპებთან ბრძოლაში.
ღმერთო ამ მარხვაშიც გინებას ვიწყებ, გთხოვ დამანახე კეთილი ხალხი. არ მინდა ამდენი ცრუ ანაფორა.
იმედი დამანახე ხალხის თვალებში, იმედი, რომელიც ნაღდი იქნება და არ იქნება ყალბი, რომელიც იქცევა საქმედ და ჩემი თაობა მაინც შეძლებს ბრძოლას არა პურისთვის.
ერთსულოვნებისთვის ღირს თავგანწირვა საკუთარ ნაბოზარ ფიქრებზე უარის თქმა. მე მჯერა ამის!
ჩემო საბრალო სამშობლო, ეს დღეებია სულ შენზე ვფიქრობ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ჩემს თაობას (სამოცდაათიან-ოთხმოციანი წლები) ასეთი გამონათქვამი ჰქონდა; თუ სამშობლოს დაჭირდა, ჩვენც გადავეფარებუთ ტყვიამფრქვევის ამბრაზურასო.".. ამ თაობამ მერე საქართველოს დამოულიდებლობა მოიტანა, ოღონდ ისინი ბარიკადის სხვადასხვა მხარესაც იდგნენ. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და მუდამ გაგრძელდება. ++ ჩემს თაობას (სამოცდაათიან-ოთხმოციანი წლები) ასეთი გამონათქვამი ჰქონდა; თუ სამშობლოს დაჭირდა, ჩვენც გადავეფარებუთ ტყვიამფრქვევის ამბრაზურასო.".. ამ თაობამ მერე საქართველოს დამოულიდებლობა მოიტანა, ოღონდ ისინი ბარიკადის სხვადასხვა მხარესაც იდგნენ. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და მუდამ გაგრძელდება. ++
2. მეცოდება ახალ დაბადებული, თოთო ბავშვი. მან ხომ არ იცის სად დაიბადა.
ჩვენ რომ ვიცით რა.. :( ++ მეცოდება ახალ დაბადებული, თოთო ბავშვი. მან ხომ არ იცის სად დაიბადა.
ჩვენ რომ ვიცით რა.. :( ++
1. იმედი დამანახე ხალხის თვალებში, იმედი, რომელიც ნაღდი იქნება და არ იქნება ყალბი, რომელიც იქცევა საქმედ და ჩემი თაობა მაინც შეძლებს ბრძოლას არა პურისთვის.
ტკივილიანი ფიქრები :( + იმედი დამანახე ხალხის თვალებში, იმედი, რომელიც ნაღდი იქნება და არ იქნება ყალბი, რომელიც იქცევა საქმედ და ჩემი თაობა მაინც შეძლებს ბრძოლას არა პურისთვის.
ტკივილიანი ფიქრები :( +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|