ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2014


ისევ მინდა

ისევ მინდა, ისევ,
შენთან მინდა, შენთან.
ვიწევ, -შენსკენ ვიწევ,
ვბედავ, თან ვერ ვბედავ.

აღარ მინდა, აღარ
ფიქრი, ფუჭი ფიქრი,
ლაღად ვიყოთ, ლაღად,
ვიტყვი, -ისევ ვიტყვი.

გიმზერ, აგე, -გიმზერ.
გხედავ, აჰა, -გხედავ.
ისევ მინდა, ისევ.
შენთან მინდა, -შენთან.

24.03.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს