 | ავტორი: შენი ლუ ჟანრი: საბავშვო 26 მარტი, 2014 |
ეს ამბავი არ მომხდარა მრავალი ათასწლეულის წინათ. ეს ხდება ყოველ ღამე, როდესაც შენს თვალებზე ანგელოზის ფრთები გეფინება და მშვიდად გძინავს. თუმცა ეს ყველაფერი ასე დაიწყო. ძველად არ არსებობდნენ სიზმრები და ადამიანები ვერ მოგზაურობდნენ ჯადოსნურ სამყაროში, რადგან მათი ცხოვრება იყო ჯადოსნური. ელფები, ფერიები და ადამიანები ერთად თანაცხოვრობდნენ, მაგრამ ერთ დღეს უჩხუბიათ, გაბუტულან.. ადამიანები დედამიწაზე წამოსულან, ელფებს ახალი პლანეტა ირისი დაუარსებიათ, ფერიებს კი პლანეტა ნიცასი. მშვენიერი იყო დედამიწა, თავის ბუნებით, ბედნიერად ცხოვრობდნენ ადამიანები, მაგრამ ერთ ღამეს მთვარე მიიმალა ციდან, დილით მზე არ ამოკაშკაშდა და საშინელი სიბნელე ჩამოწვა. შეეშინდათ, საბნის ქვეშ დაიმალნენ ყველანი და პლანეტა ძილმა მოიცვა. შეეცოდათ ელფებს ადამიანები, ჩამოვიდნენ დედამიწაზე პლანეტა ირისიდან და ბალიშთან ტკბილეულები დაუწყეს ყველას. ფერიებსაც მოუნდათ დახმარება და გადაწყვიტეს რამე ისეთი მოეგონებინათ რაც მათ ცხოვრებას გაალამაზებდა. ფერად-ფერადი ძაფები აიღეს და ქარგვა დაიწყეს. ისინი იგონებდნენ ჯადოსნურ ამბებს, რომლებსაც სიზმრები უწოდეს. დაურიგებს ადამიანებს სიზმრები.. სად აღარ იმოგზაურეს. ერთი ბიჭუნა ალისასთან ერთად საოცრებათა ქვეყანაშიც კი მოხვდა. ერთმა ღრუბლებზე სირბილი ისწავლა, ზოგი დაფრინავდა. ზოგს ფერადი ფრანი ჰქონდა. ყველას, რომ დაურიგეს სიზმრები უცებ ერთი ლამაზი პატარა გოგონა დაინახეს. "ეს ვინ არის? რა ჰქვია? -იკითხა ერთმა ფერიამ, რომელსაც სახელად სიკეთე ერქვა. "ეს პატარა ნიცაა. მოსვენარი და საყვარელი ბავშვი." სიკეთემ დიდხანს უყურა გოგონას. წავიდა, ულამაზესი ძაფები აიღო და ქარგვა დაიწყო. მან მოქარგა დიდი სივრცე და ნიცას ბალიშთან დადო. -სივრცე? ის ხომ ცარიელია. -გაუკვირდა ფერია გულუბრყვილობას. -კი ცარიელია. ნიცა ჭკვიანი გოგონაა, ის თავად შექმნის საკუთარ ჯადოსნურ სამყაროს. სიკეთემ გულზე დაადო ხელი ნიცას და სითბოთი აუვსო ის. მზემ თვალებზე აკოცა და სინათლე აჩუქა. ელფებმა კი ბალიშის ქვეშ დაუდეს შოკოლადები, რომ სიტკბო არ მოაკლდეს პატარა ნიცას. ყველანი, რომ გავიდნენ გულუბრყვილობამ საკუთარი პატარა ფრთები აჩუქა მას და ბედნიერი გაეშურა პლანეტა ნიცასკენ. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. თუმცა ეს ამბავი ყოველ ღამე ხდება, როდესაც შენს თვალებს ანგელოზები ფრთებს აფარებენ. სიკეთის ნაჩუქარ სივრცეში შენს სამყაროს ქმნი, დაფრინავ მთებისა და ზღვების თავზე და გემრიელ ირისს მიირთმევ. იძინე მშვიდად ჩემო პატარავ და გახსოვდეს, ქვეყანაზე ბევრი საოცრება ხდება და ფერიების პლანეტას შენი სახელი ჰქვია.
ღამე მოდის ნება-ნება ელფებს მოაქვთ შენთვის სიტკბო, ნაზი ფრთები გეფინება შენ, რომ მშვიდად დაიძინო. იფრენ ზღვებს და მთების მაღლა დაიძინე ჩემო გვრიტო, სხვა სამყაროს დაგიხატავ ღამით, რომ არ შეგაშინოს. ცუდმა ძალამ, რამე ავმა დაიძინე, იავნანო ნაზი ფრთები დაგეფარა, რომ ავისგან დაგიფაროს.
ელფებს მოაქვთ შენთვის სიტკბო გიქარგავენ ფერიები სიზმრებს, მშვიდად დაიძინე ნაზი ფრთები გეფინება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ზღაპრის საბურველში გავეხვიე, არაჩვეულებრივი ბავშვური შეგრძნებებით :) ზღაპრის საბურველში გავეხვიე, არაჩვეულებრივი ბავშვური შეგრძნებებით :)
10. ჯადოსნურ სამყაროში გადამიყვანა. გაიხარე ავტორო! 5+ ჯადოსნურ სამყაროში გადამიყვანა. გაიხარე ავტორო! 5+
9. თემურ, მადლობა. მშვიდი ძილი კონსტანტინეს :) თემურ, მადლობა. მშვიდი ძილი კონსტანტინეს :)
8. უჰ, უჰ, რა კარგია, წავალ ახლა დასაძინებლად=) ++ უჰ, უჰ, რა კარგია, წავალ ახლა დასაძინებლად=) ++
6. თუთი..) კი. მინდა კარგ ადამიანებს ვუყვარდე : ) რამდენად გამომდის ცალკე თემაა) გაკოცე მე შენ.^_^ ლეგატო, მადლობა. თუთი..) კი. მინდა კარგ ადამიანებს ვუყვარდე : ) რამდენად გამომდის ცალკე თემაა) გაკოცე მე შენ.^_^ ლეგატო, მადლობა.
5. ტბილია და კარგი ++ ტბილია და კარგი ++
4. როგორ ცდილობ და ახერხებ ყველას შეუყვარდე ელენე... ^^... ++ ჩემგან... როგორ ცდილობ და ახერხებ ყველას შეუყვარდე ელენე... ^^... ++ ჩემგან...
3. ხუტე-ხუტე სმაილი აქ :) ხუტე-ხუტე სმაილი აქ :)
2. ნიცას დედიკოს მადლობაო ^_^ სიყვარული, სითბო და ლუს ჩახუტება თქვენ :* ნიცას დედიკოს მადლობაო ^_^ სიყვარული, სითბო და ლუს ჩახუტება თქვენ :*
1. ჩემი გოგო, ჩემი ლუ, ჩემი ტკბილი :* რამდენი სითბოები მოაქვს ამ გოგოს და როგორ შემაყვარა თავი :) დიდი მადლობა :* აი უძალიანესად გამათბე და გამახარე.
წავიღე დღიურში და თავის დროზე მოვუყვები ნიცას ამ ზღაპარს <3 ჩემი გოგო, ჩემი ლუ, ჩემი ტკბილი :* რამდენი სითბოები მოაქვს ამ გოგოს და როგორ შემაყვარა თავი :) დიდი მადლობა :* აი უძალიანესად გამათბე და გამახარე.
წავიღე დღიურში და თავის დროზე მოვუყვები ნიცას ამ ზღაპარს <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|