ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2014


თათიკოს

როცა მესმოდა ეშმაკების თეთრი სიმღერა
ვიწყებდი გლოვას და ეს გავდა ალბათ თვითგვემას,
ხოლო როდესაც სიმზრად ვნახე ანგელოზები
დილის ლოცვისას ვიხსენებდი შენს ძველ გზავნილებს.

ახლა დილაა და მზე იწყებს ამოსვლას მგონი
მთაწმინას ვხედავ, მას პატარა სხივები ათბობს,
რომელიც უხდება, როგორც შენ წინწკლები,
ლამაზი წინწკლები თვალებთან ახლოს.

და კიდევ ამოვა მზე, რადგან გაათბოს მიწა
და შენც გახარებს მზე, რაც შენს ხასიათს ქმნიდა.
შემდეგ გაივლის დღე, საღამოს ამოვა მთვარე
თათია სავარცხლით მშვიდად თმებს ალბათ უცვლის მხარეს.
და როგორც დილას მზე და როგორც ღამეს მთვარე,
ჩოლკა გიხდება ძლიერ, სურათი ამბობს სათქმელს.

და შემდეგ უსმენ ლენონს, რომელიც მოკლეს თოფით,
თუმცა სიტყვები რჩება მის სიმღერაში თქმული
და ასე მშვიდია მისი ლეგენდარული ჰანგი
დროა შევიგრძნოთ სხვებმა, რასაც მუდამ გრძნობს თათი.

შენ იცი სად არის ღმერთი
და მის ხეივანს სტუმრობ,
დილით ქრისტესთან სვამ ჩაის,
საღამოს ღვთისმშობელთან ვახშმობ.

სხვა დროს?
სხვა დროს  ვარენიკებს აცხობ,
აცხობ და უგზავნი ღატაკთ,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები