ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიგოზა
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2008


თეთრი რაში

              თეთრი რაში

წვიმს და ჭადრებს იქით
შენი დარდი ცხოვრობს,
თუმც შენია იგი
მძულს და მერე როგორ!

ქრის და ჭალებს იქით
წუთისოფლის ბოლოს,
ყვავილჯარის რიგით
მინდა დამათოვლოს!

თოვს და ქალაქს ნაზი
ფერნი მოურგია...
მძულს ეგ შენი აზრი:
,,უკვე არის გვიან.”

ელვა სხივებს აბნევს
და გრიგალით მოჰქრის,
შენგან წყენაც მახსოვს...
გადამივლის? როდის?

მზეა, მაგრამ ღრუბლებს
შეუკვრიათ პირი...
ვერ ვთმობ გამთბარ გულს მე,
ალბათ არის ძვირი.

ავიჭრები ცაში,
გავეკვრები მზეზე...
მეც მყავს ,,თეთრი რაში,”
მარდად დაჰქრის მთებზე.

დავუძახებ, მოვა,
მოვეხვევი ყელზე...
დამთავრდა ეგ თოვა,
მყარად ვდგავარ ფეხზე.

ცისარტყელა ცაზე
ისევ ხატავს იმედს...
სიყვარულის ცრემლით
მინდა მარად ცრიდეს!

    თბილისი 1991 წელი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები