ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2014


საკუთარ თავს

დიდიც კი გეთქმის მეგობარო
ბავშვობა გეყოს
(რომ ღებულობდი სკოლაში ნიშანს)
სირბილი მთა-მთა,

შენი ცხოვრება ბობოქარი,
მომწარო გემოს-
ატან და ვიღაც
ბიჭი გხვდება ხშირ-ხშირად კართან.

ბოლო დროს თითქოს
მოუხშირე სარკის წინ ტრიალს
და მუხლისთავებს
იფარავ კაბით,

შენში იპოვე ქალური სითბო
რომელიც, უცხო მამაკაცს მიაქვს
არ უწილადებს
არაფრით არვის.

დედამიწა ხარ, იფორმება შენი ტანი და
ხელები-როგორც ზღვის ნაპირი
თვალები თაფლის,

უკვე დიდი ხარ, მეგობარო, მეტსაც აიტან
ვიღაცას სითბოს უნაწილებ
სიცივით დაღლილს

და ხვდები მთელი პოეზია ის არის შენი
რომ დაიბადე, გაიზარდე და ახლა ვიღაც
ბიჭი გხვდება ხშირ-ხშირად კართან

და ფრთაშესხმული ბეღურები გგონიათ თავი.
მას შენი ყველა ოცნება მიაქვს
მას შენი ყველა იმედი თან აქვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები