არა მგონია, რამე ვთქვა და თუ მაინც ვიტყვი, ჩემი სიტყვები გულ-მუცლიდან დაიხრიალებს, მსგავსად ცარიელი ავზის ონკანისა, თუკი მოუშვებ, ჰაერი რომ გამოსდევს მხოლოდ. არა მგონია, რამე ვთქვა და თუ მაინც ვიტყვი, ვიტყვი უმიზნოდ, სხვათაშორის, გვერდის აქცევით. რომ ჩემი სიტყვა უსახლკარო, უმისამართო იქცეს ბოგანოდ, თავს რომ შველის, ვეღარც გაქცევით, ვეღარც ხვეწნით, ვეღარც მუდარით. და საწყალობლად ქუჩა-ქუჩა დახეტიალობს, პირმომღიმარი, თვალამწვარი, ჭირის უფალი. არა მგონია რამე ვთქვა და თუ მაინც ვიტყვი, ვიტყვი ბოლოსკენ, გზის დასასრულს, გაყრის ადგილას... ბოლო სიტყვაა, გიმძიმს როგორ, გაწვალებს ფიქრი, მაგრამ ბაგიდან იმარცვლება ისე ადვილად, აჩქარებს სიკვდილს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. თავიდან ისე სხვათაშორის და მონოტონურობას ველოდი მაგრამ ფინალმა შეავსო :) ++ თავიდან ისე სხვათაშორის და მონოტონურობას ველოდი მაგრამ ფინალმა შეავსო :) ++
12. ისეთია როგორიც ახლა მინდოდა ,რომ წამეკითხა . ++
ისეთია როგორიც ახლა მინდოდა ,რომ წამეკითხა . ++
11. ჰო, მეც მომეწონა :) ჰო, მეც მომეწონა :)
10. არა მგონია, რამე ვთქვა და თუ მაინც ვიტყვი, ჩემი სიტყვები გულ-მუცლიდან დაიხრიალებს ++ კარგია წარმატებები არა მგონია, რამე ვთქვა და თუ მაინც ვიტყვი, ჩემი სიტყვები გულ-მუცლიდან დაიხრიალებს ++ კარგია წარმატებები
7. საინტერესო ნაწერია, მტკივნეული.. სასიამოვნოა კარგ ლექსს რომ იპოვი. საინტერესო ნაწერია, მტკივნეული.. სასიამოვნოა კარგ ლექსს რომ იპოვი.
6. რა კარგია...555 რა კარგია...555
4. დასაწყისი ძალიან კარგია. დასაწყისი ძალიან კარგია.
2. იცი როგორ მომწონს???
არ იცი!
შედარებები. განწყობა. ფინალი.
იცი როგორ მომწონს???
არ იცი!
შედარებები. განწყობა. ფინალი.
1. ახალდაწერილი რომ წამაკითხე ეს უკვე კარგიაა ^_^ ლონდონელო ** ახალდაწერილი რომ წამაკითხე ეს უკვე კარგიაა ^_^ ლონდონელო **
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|