 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 12 აპრილი, 2014 |
დახატე,დახატე ,დახატე ოცნება, სიტყვებით აანთე ჩამქრალი სანთლები, იცოდე,ჭრილობა ყოველთვის ხორცდება, არასდროს ეცადო აქ თავის მართლებას,
მთელი ეს სამყარო ჩათვალე მირაჟად და ზეცას უმტვრია დახშული კარები, გახსოვდეს, რომ შვიდი ღამეა კვირაში, უხალხო ტაძრებში ზარები დარეკე...
ეცადე პლანეტას ზევიდან უყურო, დაიცვა ყოველთვის სუსტი და ჩაგრული, გრიგალი ხანდახან ვერ ლეწავს ხუხულებს, ნუ შეეგუები რაც ბედმა გარგუნა,
იმღერე სიჩუმით,იმღერე სიჩუმე და წვიმას შიშველი გულ–მკერდი აჩვენე, სიგიჟით ღმერთამდე ადვილად მისულან, სიგიჟეს,სიგიჟით ადვილად არჩენენ.
გაგიჟდი,მიუშვი ბოლომდე სადავე, სამყაროს რითმებით უამბე განცდები, იცოდე ოცნებებს სიტყვები ხატანვენ და შენ ამ სიტყვებით ზეცასაც გასცდები,
დახატე ოცნება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ნეტა ყველა ჭრილობა მართლა ხორცდებოდეს : ))
სიტყვებით თუ ოცნება იხატება, ვერ ყოფილხართ მთლად კარგი მეოცნებე ბატონო ; )
რაღაც ბეჭდვითი შეცდომები გაქვს მემგონი და ჩაასწორე : )
[ხუხულა - ეს სიტყვა პირველად გავიგონე ღრმა ბავშვობაში რაჭაში რომ ვისვენებდი, ახლა იქაურობა გამახსენდა და მადლობა თქვენ კარგი ემოციისთვის]
გრიგალი ხანდახან ვერ ლეწავს ხუხულებს, ნუ შეეგუები რაც ბედმა გარგუნა, <<-- ეს მომწონს ყველაზე მეტად, ბრძნულია, მებრძოლია !
წარმატებები თქვენ ნეტა ყველა ჭრილობა მართლა ხორცდებოდეს : ))
სიტყვებით თუ ოცნება იხატება, ვერ ყოფილხართ მთლად კარგი მეოცნებე ბატონო ; )
რაღაც ბეჭდვითი შეცდომები გაქვს მემგონი და ჩაასწორე : )
[ხუხულა - ეს სიტყვა პირველად გავიგონე ღრმა ბავშვობაში რაჭაში რომ ვისვენებდი, ახლა იქაურობა გამახსენდა და მადლობა თქვენ კარგი ემოციისთვის]
გრიგალი ხანდახან ვერ ლეწავს ხუხულებს, ნუ შეეგუები რაც ბედმა გარგუნა, <<-- ეს მომწონს ყველაზე მეტად, ბრძნულია, მებრძოლია !
წარმატებები თქვენ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|