ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2014


***


უსასრულობის
საუნჯე დიდი-
მზის მზეობა და
მიწის მიწობა.

ღმერთის სავანედ
გახსნილი კვირტი
ყველგან-აქეთ თუ
იქით გზისობას.

გულის სიღრმეში
ნათება ბინდის
ამაღლებული
ფიქრის ფხიზლობა.

ჰორიზონტამდე
იგრძნობა ტვირთი
და მერე მხოლოდ
სივრცე იგრძნობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები