 | ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია 13 აპრილი, 2014 |
ყოველთვის ასე იქნება ალბათ: შენ დარჩები. მე წავალ, იქ, სადაც არსებობას "ცხოვრება" ჰქვია. და მრუმე დილა გაყინულ ხელით, სიცივის სამოსს ტანზე ყველას ლამაზად აცმევს. დამალულ გრძნობებს პირს უკრავენ სქელი საბელით, მერე სასწრაფოდ იკუჭავენ გულის სიღრმეში- ირგებენ იმიჯს, მოდურსა და რესპექტაბელურს.
ყოველთვის ასე იქნება, ვიცი: შენ გაჩუმდები. მე-სიცილით შენიღბულ ტკივილს, კვლავ ოსტატურად შევუხამებ სხვა ტონალობას. მაღლა ლურჯი ცა ქაოტურად დაიბზარება. დაემსგავსება მივიწყებულს მხატვრისგან მოლბერტს, სადაც თეთრ ლაქებს საღებავი არასდროს ფარავს. მერე ჩავაწვენთ ჩვენივ ხელით სიყვარულს მალვით შუშის კუბოში, გადავაკრავთ ჭრელ ბაფთებს ზრუნვით და საქმიანად შემოვიდგამთ მარცხენა მხარზე, რომ უხმოდ ვზიდოთ და შევჩივლოთ შემხვედრს, თუ ნაცნობს, რომ დაიცალა გრძნობებისგან თავისით ღამე და რომ სიყვარულს დაეკარგა რატომღაც ფასი, რომ მარტოობა გვყინავს, ფერმკრთალ თითებში გვაზრობს, რომ... რომ ნაპრალებს სველ თვალებთან ვერაფრით ვავსებთ. და მოხდენილად ჩავანაცვლებთ გადაღლილ მხარსაც, ასეა წესი- შეუმჩნევლად ვატაროთ უნდა, ვითმინოთ უნდა- არასოდეს მოვხაროთ ზურგი, მთავარი აქ ხომ იმიჯია, პროგრესის სუნთქვა. (მერე რა, თუ კი საკუთარი მოვგუდეთ ძირში!), უფრო თამამად დავუმალავთ მავანს და მავანს, რომ კუბოს თრევა გვირჩევნია გრძნობებით მშივრებს და რომ თავადაც გულამოცლილ თბილ გვამებს ვგავართ. და ვეღარ ვამჩნევთ გაზაფხულზე დახეთქილ კვირტებს, რომ დაიწია სიყვარულზე მოგონილ ფსონმაც, რომ ერთგულება გადაახმო ვიღაცამ სიტყვით, სანამ ვიღაცა ნატვრის პერანგს მოთმენით ქსოვდა.
და თვითკმაყოფილ სახეებით გავუყვეთ ჩვენს გზებს, მტვრიან ასფალტებს შევადუღოთ ეული დილა და მერე, როცა სიყვარულის დათმობას შევძლებთ, ჩვენივე ნებით განწირული სულები ვზიდოთ, ყოველთვის ასე იქნება რადგან: შენ დარჩები. მე წავალ, იქ, სადაც დღეებს აწვიმს დოგმები მღვრიე და უშენობას სასაცილოდ მარტივი სიტყვა- "ცხოვრება" ჰქვია.
2010-07-17.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ყოველთვის ასე იქნება, ვიცი: შენ გაჩუმდები. მე-სიცილით შენიღბულ ტკივილს, კვლავ ოსტატურად შევუხამებ სხვა ტონალობას. მაღლა ლურჯი ცა ქაოტურად დაიბზარება. დაემსგავსება მივიწყებულს მხატვრისგან მოლბერტს, სადაც თეთრ ლაქებს საღებავი არასდროს ფარავს.
ძალიან..ძალიან კარგია ყოველთვის ასე იქნება, ვიცი: შენ გაჩუმდები. მე-სიცილით შენიღბულ ტკივილს, კვლავ ოსტატურად შევუხამებ სხვა ტონალობას. მაღლა ლურჯი ცა ქაოტურად დაიბზარება. დაემსგავსება მივიწყებულს მხატვრისგან მოლბერტს, სადაც თეთრ ლაქებს საღებავი არასდროს ფარავს.
ძალიან..ძალიან კარგია
22. უფრო თამამად დავუმალავთ მავანს და მავანს, რომ კუბოს თრევა გვირჩევნია გრძნობებით მშივრებს და რომ თავადაც გულამოცლილ თბილ გვამებს ვგავართ. და ვეღარ ვამჩნევთ გაზაფხულზე დახეთქილ კვირტებს, რომ დაიწია სიყვარულზე მოგონილ ფსონმაც, რომ ერთგულება გადაახმო ვიღაცამ სიტყვით, სანამ ვიღაცა ნატვრის პერანგს მოთმენით ქსოვდა.
საოცარი ხარ რა:)5++++++++++ უფრო თამამად დავუმალავთ მავანს და მავანს, რომ კუბოს თრევა გვირჩევნია გრძნობებით მშივრებს და რომ თავადაც გულამოცლილ თბილ გვამებს ვგავართ. და ვეღარ ვამჩნევთ გაზაფხულზე დახეთქილ კვირტებს, რომ დაიწია სიყვარულზე მოგონილ ფსონმაც, რომ ერთგულება გადაახმო ვიღაცამ სიტყვით, სანამ ვიღაცა ნატვრის პერანგს მოთმენით ქსოვდა.
საოცარი ხარ რა:)5++++++++++
21. "სადაც დღეებს აწვიმს დოგმები მღვრიე და უშენობას სასაცილოდ მარტივი სიტყვა- "ცხოვრება" ჰქვია."
"სადაც დღეებს აწვიმს დოგმები მღვრიე და უშენობას სასაცილოდ მარტივი სიტყვა- "ცხოვრება" ჰქვია."
20. ჰო, ყველა ქალივითაა ჟადენიც, ლელ, - ორი სიტყვით სათქმელი ორი საათი ილაპარაკოს :) მადლობა :* ჰო, ყველა ქალივითაა ჟადენიც, ლელ, - ორი სიტყვით სათქმელი ორი საათი ილაპარაკოს :) მადლობა :*
19. ასეთი ლექსი და ამხელა მოცულობის, ასე რიტმულად იკითხებოდეს, მხოლოდ ჟადენს ხელეწიფება :) 5 ასეთი ლექსი და ამხელა მოცულობის, ასე რიტმულად იკითხებოდეს, მხოლოდ ჟადენს ხელეწიფება :) 5
18. ქეთ, მადლობა და მოკითხვა ჩემგანაც :*
დიდი მადლობა ყველას :* ქეთ, მადლობა და მოკითხვა ჩემგანაც :*
დიდი მადლობა ყველას :*
17. მახსოვს ეს და მეახლობლება. მივდივართ და ამით უფრო ვრჩებით..
მოგიკითხე სითბოთი, მშვენიერო ჟადენ მახსოვს ეს და მეახლობლება. მივდივართ და ამით უფრო ვრჩებით..
მოგიკითხე სითბოთი, მშვენიერო ჟადენ
16. "(მერე რა, თუ კი საკუთარი მოვგუდეთ ძირში!), უფრო თამამად დავუმალავთ მავანს და მავანს, რომ კუბოს თრევა გვირჩევნია გრძნობებით მშივრებს და რომ თავადაც გულამოცლილ თბილ გვამებს ვგავართ. და ვეღარ ვამჩნევთ გაზაფხულზე დახეთქილ კვირტებს, რომ დაიწია სიყვარულზე მოგონილ ფსონმაც, რომ ერთგულება გადაახმო ვიღაცამ სიტყვით, სანამ ვიღაცა ნატვრის პერანგს მოთმენით ქსოვდა."
რა კარგია...რა ნამდვილია...555 "(მერე რა, თუ კი საკუთარი მოვგუდეთ ძირში!), უფრო თამამად დავუმალავთ მავანს და მავანს, რომ კუბოს თრევა გვირჩევნია გრძნობებით მშივრებს და რომ თავადაც გულამოცლილ თბილ გვამებს ვგავართ. და ვეღარ ვამჩნევთ გაზაფხულზე დახეთქილ კვირტებს, რომ დაიწია სიყვარულზე მოგონილ ფსონმაც, რომ ერთგულება გადაახმო ვიღაცამ სიტყვით, სანამ ვიღაცა ნატვრის პერანგს მოთმენით ქსოვდა."
რა კარგია...რა ნამდვილია...555
15. და თვითკმაყოფილ სახეებით გავუყვეთ ჩვენს გზებს, მტვრიან ასფალტებს შევადუღოთ ეული დილა და მერე, როცა სიყვარულის დათმობას შევძლებთ, ჩვენივე ნებით განწირული სულები ვზიდოთ, ყოველთვის ასე იქნება რადგან: შენ დარჩები. მე წავალ, იქ, სადაც დღეებს აწვიმს დოგმები მღვრიე და უშენობას სასაცილოდ მარტივი სიტყვა- "ცხოვრება" ჰქვია.
++++++++++++++++555555555555555555555 და თვითკმაყოფილ სახეებით გავუყვეთ ჩვენს გზებს, მტვრიან ასფალტებს შევადუღოთ ეული დილა და მერე, როცა სიყვარულის დათმობას შევძლებთ, ჩვენივე ნებით განწირული სულები ვზიდოთ, ყოველთვის ასე იქნება რადგან: შენ დარჩები. მე წავალ, იქ, სადაც დღეებს აწვიმს დოგმები მღვრიე და უშენობას სასაცილოდ მარტივი სიტყვა- "ცხოვრება" ჰქვია.
++++++++++++++++555555555555555555555
14. ირინკა :* რატომაც არ უნდა მითხრა. მითუმეტეს გეთანხმები. და კიდე ბევრი რამ არ მომწონს, არეული ნაწერია, დარეულიც, დასაწმენდი, გასაფილტრი... აი, ძველ კაბას რომ იპოვი და გადასაგდებადაც რომ გენანება და არა და ზუსტად იცი, ვეღარასოდეს მოირგებ, ჰა- ჰა "ტრიაპკებად" დაჭრა... :) ისე რომ არც თქვენი ბრალია, ნაირიმ-ი, მძიმედ იკითხება, ისეა სათქმელი გაწელილ-გადაგრეხილი. :)
ყველას დიდი მადლობა მეგობრებო :* ირინკა :* რატომაც არ უნდა მითხრა. მითუმეტეს გეთანხმები. და კიდე ბევრი რამ არ მომწონს, არეული ნაწერია, დარეულიც, დასაწმენდი, გასაფილტრი... აი, ძველ კაბას რომ იპოვი და გადასაგდებადაც რომ გენანება და არა და ზუსტად იცი, ვეღარასოდეს მოირგებ, ჰა- ჰა "ტრიაპკებად" დაჭრა... :) ისე რომ არც თქვენი ბრალია, ნაირიმ-ი, მძიმედ იკითხება, ისეა სათქმელი გაწელილ-გადაგრეხილი. :)
ყველას დიდი მადლობა მეგობრებო :*
13. ყოველთვის ასე იქნება, ვიცი: შენ გაჩუმდები. მე-სიცილით შენიღბულ ტკივილს, კვლავ ოსტატურად შევუხამებ სხვა ტონალობას...
და თვითკმაყოფილ სახეებით გავუყვეთ ჩვენს გზებს, მტვრიან ასფალტებს შევადუღოთ ეული დილა და მერე, როცა სიყვარულის დათმობას შევძლებთ, ჩვენივე ნებით განწირული სულები ვზიდოთ, ყოველთვის ასე იქნება რადგან: შენ დარჩები. მე წავალ, იქ, სადაც დღეებს აწვიმს დოგმები მღვრიე და უშენობას სასაცილოდ მარტივი სიტყვა- "ცხოვრება" ჰქვია.
ჩემი საოცარი ჟადენ. . . <3 ++ ყოველთვის ასე იქნება, ვიცი: შენ გაჩუმდები. მე-სიცილით შენიღბულ ტკივილს, კვლავ ოსტატურად შევუხამებ სხვა ტონალობას...
და თვითკმაყოფილ სახეებით გავუყვეთ ჩვენს გზებს, მტვრიან ასფალტებს შევადუღოთ ეული დილა და მერე, როცა სიყვარულის დათმობას შევძლებთ, ჩვენივე ნებით განწირული სულები ვზიდოთ, ყოველთვის ასე იქნება რადგან: შენ დარჩები. მე წავალ, იქ, სადაც დღეებს აწვიმს დოგმები მღვრიე და უშენობას სასაცილოდ მარტივი სიტყვა- "ცხოვრება" ჰქვია.
ჩემი საოცარი ჟადენ. . . <3 ++
12. "იქ, სადაც დღეებს აწვიმს დოგმები მღვრიე და უშენობას სასაცილოდ მარტივი სიტყვა- "ცხოვრება" ჰქვია."__ფასადური ცხოვრება. "იქ, სადაც დღეებს აწვიმს დოგმები მღვრიე და უშენობას სასაცილოდ მარტივი სიტყვა- "ცხოვრება" ჰქვია."__ფასადური ცხოვრება.
11. სათქმელი ითქვა ... თუმცა ცოტა მძიმედ წამეკითხა (? ალბათ ჩემი ბრალია)
+++ სათქმელი ითქვა ... თუმცა ცოტა მძიმედ წამეკითხა (? ალბათ ჩემი ბრალია)
+++
10. მომეწონა. ხვავიანია შედარებების მხრივ. ++ მომეწონა. ხვავიანია შედარებების მხრივ. ++
9. სადაც დღეებს აწვიმს დოგმები მღვრიე და უშენობას სასაცილოდ მარტივი სიტყვა- "ცხოვრება" ჰქვია. ++ სადაც დღეებს აწვიმს დოგმები მღვრიე და უშენობას სასაცილოდ მარტივი სიტყვა- "ცხოვრება" ჰქვია. ++
8. ძალიან მორიდებულად ვიტყვი, ეხლა მე ნანას რა უნდა ვუთხრა ან ვურჩიო, მაგრამ პროგრესი და იმიჯი ვერ მოვარგე ამ ლექსს (დამორცხვებისსმაილი აქ ნან :)) იმდენად სხვანაირი განცდებით და ემოციებით ამავსო რომ ეს სიტყვები წყლის გადასხმასავითაა :* მხოლოდდამხოლოდ ჩემთვის... ძალიან მორიდებულად ვიტყვი, ეხლა მე ნანას რა უნდა ვუთხრა ან ვურჩიო, მაგრამ პროგრესი და იმიჯი ვერ მოვარგე ამ ლექსს (დამორცხვებისსმაილი აქ ნან :)) იმდენად სხვანაირი განცდებით და ემოციებით ამავსო რომ ეს სიტყვები წყლის გადასხმასავითაა :* მხოლოდდამხოლოდ ჩემთვის...
7. აქ სიტყვები ზედმეტია, იმხელა ემოცია მოდის. აქ სიტყვები ზედმეტია, იმხელა ემოცია მოდის.
6. მადლობა,თეა :* ცოტა არეული ნისლებია ამ ნაწერში, მაგრამ... :) მადლობა,თეა :* ცოტა არეული ნისლებია ამ ნაწერში, მაგრამ... :)
5. ლამაზი ნისლივითაა შენი ლექსები, ფიქრის ხასიათზე რომ გაყენებს... :*
ლამაზი ნისლივითაა შენი ლექსები, ფიქრის ხასიათზე რომ გაყენებს... :*
4. ლალი :* მე აღარ მახსოვდა ეს,წეღან ვნახე აქ და... :) მანანა :* მოგიკითხეთ ყველა და მოგილოცეთ დღევანდელი დღე! ლალი :* მე აღარ მახსოვდა ეს,წეღან ვნახე აქ და... :) მანანა :* მოგიკითხეთ ყველა და მოგილოცეთ დღევანდელი დღე!
3. ხომ არ მეშლება მეთქი-მახსოვდა და ახლა თარიღსაც რომ დავხედე... ლექსებზე მეტია შენი ნაწერები,ერთ ლექსში ჩატეული ცხოვრებაა ხომ არ მეშლება მეთქი-მახსოვდა და ახლა თარიღსაც რომ დავხედე... ლექსებზე მეტია შენი ნაწერები,ერთ ლექსში ჩატეული ცხოვრებაა
2. და თვითკმაყოფილ სახეებით გავუყვეთ ჩვენს გზებს, მტვრიან ასფალტებს შევადუღოთ ეული დილა და მერე, როცა სიყვარულის დათმობას შევძლებთ, ჩვენივე ნებით განწირული სულები ვზიდოთ, ყოველთვის ასე იქნება რადგან: შენ დარჩები. მე წავალ, იქ, სადაც დღეებს აწვიმს დოგმები მღვრიე და უშენობას სასაცილოდ მარტივი სიტყვა- "ცხოვრე და თვითკმაყოფილ სახეებით გავუყვეთ ჩვენს გზებს, მტვრიან ასფალტებს შევადუღოთ ეული დილა და მერე, როცა სიყვარულის დათმობას შევძლებთ, ჩვენივე ნებით განწირული სულები ვზიდოთ, ყოველთვის ასე იქნება რადგან: შენ დარჩები. მე წავალ, იქ, სადაც დღეებს აწვიმს დოგმები მღვრიე და უშენობას სასაცილოდ მარტივი სიტყვა- "ცხოვრე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|