ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვეზერელი
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2014


ისე ახლოს არის ახლა გაგიჟება

ისე ახლოს არის ახლა გაგიჟება
ვგრძნობ,რომ უშენობას ისევ ვერ ვერევი
ისე ახლოს არის ახლა გაგიჟება
წვიმის ბილიკებზე შენს ხმას ვეფერები.
ისე ახლოს არის ახლა შენი სუნი
ვიცი დამავიწყებს წარსულს ტკივილიანს
ისე ახლოს არის ახლა მონატრება
სიტყვებს გადავაბამ ალბათ ტირილიანს...
ისე ახლოს არის ახლა გაგიჟება
ვიცი ლექსის იქით მე შენ ვერ გაგიშვებ
ისე ახლოს იყო ჩვენი შერიგება
მაგრამ აღარ ფიქრობ და მე ვერ ჩაგიშვებ...
ისე ახლოს არის ახლა გაგიჟება
არა არ ვუყვარვარ ამას ვეღარ ვიტყვი
ისე ახლოს არის ახლა დავიწყება
იცი,რომ მიყვარხარ ტყუილს ვეღარ იტყვი.
ისე ახლოს არის კადრი მომავლიდან
შენი თვალები და ქცევა დიდი ბავშვის
ისე ახლოს არის ახლა მოფერება
სული სიმარტოვეს არა,აღარ მაცდის...
ღამის პროცესია მისდევს მძევალ მუზას
დილის ჩანაფიქრი სარკმელს დაუშლია
ისე ახლოს არის ახლა სიყვარული
და თან გაღმერთებას ფიქრებს არ უშლიან...
ისე ახლოს არის ახლა შენი გული
თითებს წვიმის წვეთი კვალად დამჩნევია
ისე ახლოს არის ჩვენი განშორებაც
უნდა დაველოდო რაღა დამრჩენია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები