ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კიპრიდა
ჟანრი: იუმორისტული
17 აპრილი, 2014


მწარე იუმორი

მივყვები ოცნების ტრამალებს,
რა მალე გაქუხდა სევდებით,
ცრემლებიც რატომღაც დავმალე,
ქოლგის ქვეშ ვდგავარ და ვსველდები.
გამექცა ბავშვური განწყობა
სადღაც ასკინკილა სირბილით,
შენი დაბრუნება მაწყობდა,
მაგრამ დაგაბნიე ბრინჯივით.
ჰოდა სხვასთან წასვლა იჩქარე,
გული გამიტეხე უგულომ,
ჩვენი სიყვარული მიჩქმალე,
ხარ ამპარტავანი,უკუდო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები