ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2014


მინდა ვნახო (ძველი რვეულებიდან)

მინდა, შენს თვალებში, ჩუმი სიხარული,
ჩემი დანახვისა, -ვნახო,
მინდა შენს თითებზე, ნაზი მოფერება,
ჩემი თითებისა, -ვნახო,
მინდა შენს სუნთქვაში, ჩემი სუნთქვის წილი
ვარდის სურნელება, -ვნახო,
მინდა შენს უბეში, ჩემი გაბურძგნული
მკერდის ნაკვალევი, -ვნახო,
მინდა შენი შვილი, იგივ ჩემი შვილი,
თვალებანთებული, -ვნახო,
მინდა სიყვარული, შექსპირისეული,
თაფლივით ტკბილ-მწარე -ვნახო,
მინდა შენი სახე, ასი წლის მოხუცმა
დანაოჭებული, -ვნახო,
მაგრამ, არ მინდა რომ, შენი მაჯისცემა
როსმე დადუმდეს და, -ვნახო...

28. 05. 2000წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს