ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2014


გარდამოხსნა...

დევს ნაწამები შენი სხეული, ღმერთად ხმობილი.
მიწის და ცისა, ვით კავშირი შორისდებული.
ვისთვის უფალი, ვისთვის შვილი, ტანჯვით შობილი.
კაცი - კაცისგან შეწირული, გამეტებული

და ნეშტი მისი ნაჩქარევად გარდამოხსნილი, -
შაბათის უქმის ვერდარღვევით ფარისევლურით.
მზის დაბნელება?!- თუ ბუნება ძაძით მოსილი,
ღვთისმშობლის სევდით შეძრული და გარინდებული?!

დევს ნაწამები შენი სხეული, ღმერთად ხმობილი....
ვისთვის უფალი, ვისთვის შვილი, ტანჯვით შობილი....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები