ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2014


პოტენციური დარ ჯეჰ ანი

მე შენ გიმღერებ
ლურჯ მონატრებას
საკუთარ სახლის,
ღრუბლებს ვით ღერებს
სიგარეტის, წამწამად დახრი,
ახლი, ახლოდან, სიხარულით
კულულებს ქერას,
ორფანჯრა კედლებს,
მაგრამ გახვალ
მე შენში მჯერა,
რომ მარცხდება
ვეფხვი და ლომი
და რა მზის მზერა–
შენი ნება,
პირველი ტომი
ბიბლიისა იქნები, ჯერაც
მჯერა, ჟღერა ომის
გაგახსენებს
შენს გზას და მხარეს
სადაც გელიან
და მთელია რაც გულს ახარებს,
ეს შენ ხარ ყოფნა
და მე კი ვარ მსახური შენი,
არ მსურს მე ჯობნა,
მაპატიე სიტყვა ამდენი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები