ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2008


შუქნიშანი

აქ შუქნიშანი
ანთია, მოდის!
მე მივდივარ და
მზე მაგონდება
და ორი კითხვით:
რატომ?! ან როდის?!
შეუცნობელი
რჩება ცხოვრება...

გზის დასასრულთან
ვეჩვევი ლოდინს,
და ბილიკებიც
იქცნენ ლოდებად,
აქ შუქნიშანი
ანთია, მოდის!
მოდის და არსად
არ შეყოვნდება...

ახლა ტკივილი
დაღლილი ფოთლის,
მიწას აწვება,
როგორც გოდება,
შემოდგომაა,
ყოველი ტოტი
ზამთარს ხარკს უხდის
ოქროს ზოდებად...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები