 | ავტორი: ნიგოზა ჟანრი: პოეზია 7 დეკემბერი, 2008 |
ცისფერი ყვავილი
ცისფერი ყვავილი ვიღაცამ მოწყვიტა, ყვავილი ატირდა... ცრემლიც კი მოსწმინდა, მაგრამ მოფერებით ტკივილს რას უშველი?! ჩამოჭკნა ცისფერი ყვავილი გაუშლელი.
თბილისი 1988 წელი.
სასიყვარულო ტყორცნა
ამურის ისრებს აგრე, რომ მესვრი, შენ კალათბურთი ხომ არ გგონია? ჩავარდა არის! გულს გადგა ფესვი... შენს სასარგებლოდ ერთით ნულია!
* * * * * როგორც არ უნდა დამღრღნას ზამთარმა, ვერ გამინელებს გულს... როგორც არ უნდა დამატკბოს ქალმა, მაინც აპრილი მსურს! ის გაზაფხული, როგორც ღიმილი, აფეთქებული ატმის ტოტისა, ვით საკინძეზე შეხსნილი ღილი... და სიყვარული პირველყოვლისა! როგორც არ უნდა არასდროს, არვის... მე ისე მინდა, რომ ვიყო შენთან... დრო კი რა ნელა, რა ნელა გარბის, მხოლოდ აპრილი დარჩება ჩემთან!
* * * * * ცხობრებაში სიყვარული მთავარია, მაგრამ ფრთხილად არ შეგემთხვეთ ა ვ ა რ ი ა !
თბილისი 1988 წელი.
ნათიას
მაგ თვალების ათინათი, რომ მაჩუქო რაა ნათი? ერთი კოცნა მტყორცნე მალე, მერე თუგინდ დამემალე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ცხობრებაში სიყვარული მთავარია, მაგრამ ფრთხილად არ შეგემთხვეთ ა ვ ა რ ი ა !
;;) ცხობრებაში სიყვარული მთავარია, მაგრამ ფრთხილად არ შეგემთხვეთ ა ვ ა რ ი ა !
;;)
5. რაც მე ავარია შემმთხვევია, ეეჰ :)) სადაა ეს პატრული, არ უნდა აკონტროლოს გულის მაგისტრალები? :)) რაც მე ავარია შემმთხვევია, ეეჰ :)) სადაა ეს პატრული, არ უნდა აკონტროლოს გულის მაგისტრალები? :))
4. "როგორც არ უნდა არასდროს, არვის... მე ისე მინდა, რომ ვიყო შენთან..."
შანდორ პეტეფის ლექსი გამახსენდა: "...მიყვარხარ რიდით, კრძალვით, როგორც არავის არსად არ ჰყვარებია არვინ"...
ერთი და იგივე შეცდომაა ორივე ლექსში: ორმაგი უარყოფა! "არ" - ორივე შემთხვევაში ზედმეტია ("არ უნდა"... და "არ ჰყვარებია"...)!
და მერე რა, თუ ის შანდორ პეტეფის ლექსია? მთარგმნელმა დაუშვა შეცდომა!
დანარჩენები - მომეწონა! 8 "როგორც არ უნდა არასდროს, არვის... მე ისე მინდა, რომ ვიყო შენთან..."
შანდორ პეტეფის ლექსი გამახსენდა: "...მიყვარხარ რიდით, კრძალვით, როგორც არავის არსად არ ჰყვარებია არვინ"...
ერთი და იგივე შეცდომაა ორივე ლექსში: ორმაგი უარყოფა! "არ" - ორივე შემთხვევაში ზედმეტია ("არ უნდა"... და "არ ჰყვარებია"...)!
და მერე რა, თუ ის შანდორ პეტეფის ლექსია? მთარგმნელმა დაუშვა შეცდომა!
დანარჩენები - მომეწონა! 8
1. 6 ქულა ამ პატარუკებს:) თქვენს ახალ ლექსებს არ გაგვაცნობთ? 6 ქულა ამ პატარუკებს:) თქვენს ახალ ლექსებს არ გაგვაცნობთ?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|