| ავტორი: საპყარი ჟანრი: პოეზია 27 აპრილი, 2014 |
მე ვარ ზარათუსტრა, ალბათ ოდისევსიც, ალბათ უბედური, ალბათ ბედნიერიც, ბევრ ჭირს გადამხდარი, ბევრ ლხინს მოსწრებულიც, სხვისი მკვლელიცა და ჩემი თავის მკვლელიც. მრავალ სიმართლესაც ვარ მე მიგნებული, უამრავ ტყუილშიდაც ვარ მე გარეული, ჩემი სულიც იყო ბნელში მიგდებული, ბევრი სიკეთეხ მაქვს სხვებზე მობნეული. არამც და არამც, ჯერ არ გადავსულვარ, თუმცა მრავალი მთა უკვე დამილაშქრავს, თითქოს ახლა ვიწყებ ისევ ფეხის ადგმას, სხვისი სიარულით მე ვერ გადავადგამ იმ მთას ახლა რომ ჩანს თითქოს შორი არის, მაგრამ ნაკვალევი ჩემს წინ მაინც არ ჩანს, უკან ვიხედები, გათელილა, მრავალი ტყუილი და ბევრიც ცრუ სიმართლე. ცოტა შიში მიპყრობს, ცოტა მამაცი ვარ, ჩემი თავით მხოლოდ, ამ მთას, გადავცურავ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. საინტერესოა. მთის გადაცურვა მომეწონა, რაღაც ახალია. ++ საინტერესოა. მთის გადაცურვა მომეწონა, რაღაც ახალია. ++
3. მომეწონა:) წარმატებები ++ მომეწონა:) წარმატებები ++
2. შინაარსი კარგია, შესრულება ცოტათი მოიკოჭლებს(იმედია არ გაგანაწყენებთ ეს კომენტარი) მაგრამ პოტენციალი არის მეგობარო და აუცილებლად შემოგივლით შემდეგშიც ++ შინაარსი კარგია, შესრულება ცოტათი მოიკოჭლებს(იმედია არ გაგანაწყენებთ ეს კომენტარი) მაგრამ პოტენციალი არის მეგობარო და აუცილებლად შემოგივლით შემდეგშიც ++
1. ჰო,შენ გადაცურავ მთას ჰო,შენ გადაცურავ მთას
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|