ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2014


სააპრილო ექსპრომტგანწყობასავით

ჩამიპაჭუნა თვალი ნუშმა,
სხვას ველიმეთქი,
გამიღიმა და უდარდელად აჩეჩა მხრები,
რაღაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ გავჩუმდი,  ვერვთქვი,
სხვისკენ მიბრუნდა სამიჯნუროდ ტოტების რხევით,
წამომყევიო,
სადაცაა იწვიმებს, ქარმა
გამომიწოდა გულუბრყვილოდ თავისი ხელი,
სახეტიალოდ გამიწია გულმა და არა,
ის მოვამეთქი, მიზეზებიც დავუსახელე...
იქუხა,
თმებში გამეხლართა წვეთები წვიმის,
გამეთამაშა, ვის ელიო აპრილის თქეშში?
უკვე არავის ველიმეთქი, ჩურჩულით თითქმის
ვთქვი და ლოდინი მოვაბნია მიწაზე პეშვით...
(თან ნერვიულად წავატანე ხელი საყურეს)
როცა მივხვდი რომ ისევ მწამდა
მხოლოდღა ღმერთის,
ცოტა სიბრაზით ამომხედა ციცქნა სამყურამ,
გავმაისდებით, რას ნაღვლობო, მოგცლია ერთი...

გავეკეკლუცე წვიმის გუბეს დასტურის ნიშნად,
ქარს დავეწევი ხეტიალით, მივდივარმეთქი,
მღვრიე ფიქრები შევატოვე აპრილს და მშვიდად
ვთქვი ყველაფერი წასვლამდე,
რაც მანამდე ვერვთქვი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები