ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცანა/გვანცა ჯობავა
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2008


მე არ ვარ პოეტი...

მე არ ვარ პოეტი,
პოეტი ისაა, ვისი წაკითხვაც
ლექსის დაწერას გაფიქრებინებს...

მე არ ვარ პოეტი,
პოეტი ალბათ მშობელი მამაა,
მისთვის სალოცავ ქალის მუცელში
თუნდ ჯერარჩასახულ
შვილის გულისცემას რომ იგრძნობს...

მე არ ვარ პოეტი,
პოეტი ალბათ მშობელი დედაა,
ტკივილით სავსე სიხარულით,
ცრემლებით სავსე სილამაზით,
რომელიც შვილს შობს...

მე არ ვარ პოეტი,
მეგობარია პოეტი თურმე,
ქვეყნიერების წონა ჩვენს ტკივილს
მხრებით რომ ზიდავს,
ღვიძლი შვილივით რომ იცნობს...

მე არ ვარ პოეტი,
ცრემლი ყოფილა დიდი პოეტი,
ცრემლი ყოფილა გრძნობა-განცდათა
მხატვრული სახე,
მხოლოდ მას ძალუძს სულიერების
ყველაზე ზუსტი პოეტი იყოს...

მე არ ვარ პოეტი...
არც გიფიქრია, მაგრამ შენ ჩემზე დიდი
პოეტი ყოფილხარ თურმე...
შენ ჩამიბნიე სიყვარულში
და პოეტური გულისცემის
სიხარულს მიყოფ...

მე არ ვარ პოეტი...
როგორ ვიბრალო...
ღმერთი ყოფილა პოეზიის ფუძემდებელი..
პოეტური სრულყოფილებით გამოგვიგონა,
სული შთაგვბერა,
და გვირჩია ისე ცხოვრება
რომ ერთმანეთის გულებში ვიყოთ...

მე არ ვარ პოეტი...
როგორ ვიბრალო...
მე მხოლოდ გულთან ღილამწყდარი
მოლექსე მქვია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები