 | ავტორი: ცარიელი ჟანრი: პოეზია 3 მაისი, 2014 |
დღე მიიწურა, დაბნელდა ხელად, ქარიც მიჩუმდა, შეეტყო დაღლა, მზის სიყვარულს რომ არვის უმხელდა მთვარეც თავის ჟამს ელოდა გაღმა.
წუთმა ბოლომდე შეავსო პინა, უკანასკნელი გახარჯა წამიც, დაღამდა, მაგრამ ქალაქს არ სძინავს, ჩემს ოთახში კი არ ისმის ჩქამი.
დრომ ახალი დღის ათვლა დაიწყო, მეც დავიღალე, ბალიშს მივენდე, თავი წავართვი ფიქრების წყებას, ნაბიჯების ხმას ველი იმედით.
ეს ლიფტის ხმაა...ესეც საკეტის... ახლა მოვიწყვეტ გულიდან ლოდებს, გამიხანგრძლივე, ღმერთო, სიკეთე, არ მომეშალოს ეს მოლოდინი.
31.10.2012
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. 5 წერილს მიჩვენებს და მხილოდ ერთი კიმენტარია, დაახლოვებით ვხვდები რაშიცაა საქმე, თუ იცით ვინმემ იქნებ პირადში მომწეროთ. 5 წერილს მიჩვენებს და მხილოდ ერთი კიმენტარია, დაახლოვებით ვხვდები რაშიცაა საქმე, თუ იცით ვინმემ იქნებ პირადში მომწეროთ.
1. გამიხანგრძლივე, ღმერთო, სიკეთე, არ მომეშალოს ეს მოლოდინი. + + ამინ! გამიხანგრძლივე, ღმერთო, სიკეთე, არ მომეშალოს ეს მოლოდინი. + + ამინ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|