ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2014


არ დამიგო ფარჩა

არ დამიგო ფარჩა

ისევ შემოჰკივლა ჭოტმა
ას გზის მიტოვებულ ქარაფებს,
ჩემი საამაყო მოდგმა,
უკვე არ მიყვება არაფერს

ძველი დიდებული წლების
ნათელ, ნავაჟკაცარ ამბავზე.
ჩრდილებს გაუხუნდა ფერი,
ბულბულს ჩამოსთვლიმა აკვანზე.

არა, არ დამიგო ფარჩა,
ჩემთვის მინდვრის ნამი მეტია
წლებზე, -რაც სავალი დამრჩა,
უფალს რაც გაუმეტებია...

6.10.2013წელი




@ @ @

ექსპრომტი მეუღლეს

ამ ცხოვრებამ არ მაცხოვრა,
იმ ცხოვრებისა -არ მჯერა,
ვემსგავსები ხან მათხოვარს,
ხანაც სიზმრად ფათერაკს

ვერ აცილებულ გომბიოს,
მზერით, სიცოცხლეავსილით,
მხოლოდ ჭაღარა მომიწყობს
შანტაჟს, და უცებ ბავშვივით

აღელვებული გრძნობებით,
ბებრულად ცახცახა თითებით,
შენთვის ასჯერაც მოვკვდები,
ცოცხალიც შენით ვიქნები.

აწი ერთ დღეს არ მოვცდები,
დაგაზრდევინებ ბაჭიებს
და
ასმეერთედ რომ მოვკვდები,
ორიოდ ცრემლი მაწიე...

P. S. შენი დაზრდილი მერცხლები
მამას, საფლავზე მაწვიე...

13. 10. 2013წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები