ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2014


ნაკადული

მოდის ხეებს შორის ცელქი ნაკადული,
ურცხვი რაკა-რუკით ართობს არემარეს,
ვიღაც გამალეით ცაზე აკაკუნებს,
ვიღაც ცდილობს- სადმე უფალს დაემალოს,

ბებერ ხეებს შორის მოდის ნაკადული,
მალე მდინარესთან უნდა იქორწინოს,
ზოგის ოცნებები ქვებზე დახატულა,
ზოგი ცდილობ ღმერთი წიხლქვეს გაიფინოს...

ციცქნა ნაკადულო,შენ რას გემართლები,
შენი რა ბრალია ზოგის ამყაყება,
ახლა ხეებს შორის ვდგავარ სამართებლით,
უნდა დამიტირონ,მალე ბაყაყებმა...

მიდის ნაკადული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები