ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნოშრევანი
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2014


გალაქტიონს

ირგვლივ ზღაპრული,იდუმალი სიმყუდროვეა
და ნათლის სვეტი ადგას თავზე მეტეხს და სიონს,
განრისხებულა დედამიწის ქალღმერთი გეა,
მე ამ სიტყვებით ვეჯიბრები თვით გალაქტიონს.

თუმცა ის უკვე მისწვდომია მაღალ მწვერვალებს,
იგი ზემოდან გადმოჰყურებს მთელს კავკასიონს,
მე მას ქვემოდან,ლურჯ დაბლობზე მდგომი შევცქერი
და თუმცა მაინც ვეჯიბრები მე გალაქტიონს.

მე არ მასვენებს შენი თვალების წარმოსახვა,
შენზე ფიქრებით ვეგებები თეთრად ალიონს,
მე სულს მიმშვიდებს ყოველთვის პირჯვრის გამოსახვა,
მე ამ სიტყვებით ვეჯიბრები თვით გალაქტიონს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს