ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2014


მარადისობის ფორმულა

"სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა,
ვინაიდან ტანჯვა სიყვრულის ნაყოფია,
ძალა ტანჯვაშია!"
კირიონ II,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

თუკი გწადია ამაღლდე ცამდის,
უკეთურ ზრახვებს მოსწყდი, მოეშვი,
კეთილ საქმესთან შეამხანაგდი,
დატოვე ცოდვა სიმარტოვეში!

თუ გინდა თავი გააცნო კოსმოსს,
შენი ვარსკვლავი თავად შეჰქმენი,
მიაგდე ხორცი, ცხოვრებამც კორტნოს,
სულს კი ასწავლე გზა აღმაფრენის!

და თუ გსურს განცდა მარადისობის,
არ არსებობის დასასრულისა,
მაშინ ჯერ ტანჯვით მოგიწევს ტრფობა -
ტანჯვა პირმშოა სიყვარულისა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები