| ავტორი: მეფარე ჟანრი: პოეზია 8 მაისი, 2014 |
შენი თითები, ვარდისფერი ნეკერის მსგავსი, დაფარფატებენ თოვლივით ჩემში, მე მათ დავკოცნი მოწიწებით, სითბოთი სავსე, როგორც გვალვიან იალაღს თქეში. არ მინდა გზები, მე –– მძინარე, თითებზე ვივლი, ისინი მუდამ მირწევენ აკვანს, ვიქნები მუდამ ბედნიერი თითების ხილვით, მათი ამბორი მე გულში ჩამყვა. მე და სამყაროს აგვიშენე თითების ხიდი, სუნთქვა მაჩუქე, ღამეს რომ მითევს, კვლავ გავიხსენოთ, წყვდიადისგან ნათელს რომ ქმნიდი, რომ ვეამბორო შენს ნატიფ თითებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. არ მომწონს... პირველი ლექსია შენი, ამიტომ წახალისების მიზნით და უკეთესის იმედით - 2 ქულა. არ მომწონს... პირველი ლექსია შენი, ამიტომ წახალისების მიზნით და უკეთესის იმედით - 2 ქულა.
3. "შენი თითები, ვარდისფერი ნეკერის მსგავსი, დაფარფატებენ თოვლივით ჩემში, მე მათ დავკოცნი მოწიწებით, სითბოთი სავსე" ეს კარგია ++ "შენი თითები, ვარდისფერი ნეკერის მსგავსი, დაფარფატებენ თოვლივით ჩემში, მე მათ დავკოცნი მოწიწებით, სითბოთი სავსე" ეს კარგია ++
2. ლამაზი ლირიკაა...........2 ლამაზი ლირიკაა...........2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|