ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2014


ცისკრის ლექსი

წუხელ სიზმარში ვნახე იესო,
ტაძრად, ხატიდან მირონმდინარე,
ირგვლივ იმდენი სანთელი ენთო,
და მეც მათსავით ვტიროდი რამდენს.

იდგა სიჩუმე და რწმენის შუქზე
ცხადად მოჩანდნენ ანგელოსები,
ახლაც იმ სიზმრის სინათლეს ვუმზერ,
ასე მგონია, თვალით ოცნების.

თითქოსდა, რიტმი შეუწყვეს, ღმერთო,
ლექსის სტრიქონებს ცისკრის ზარებმა,
და საქართველოს სიმრთელეს შევთხოვ
სიმშვიდის მომგვრელ კეთილ ზმანებას.

წუხელ სიზმარში ვნახე იესო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები