ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
8 მაისი, 2014


გადამფრენი ფრინველები

ფრთამოტეხილი ვიპოვე ჩიტი
მგავდა, ან უფრო რაღაცით ვგავდი
მეტკინა კადრი,

რომ აწყდებოდა აქეთ და იქით
არ მქონდა, მასაც არ ჰქონდა სახლი
და სახლში (ანუ) არავის ვაკლდით.

ის ვერასდროს გადაიფრენს თბილ ქვეყნებში
მე კი ვერასდროს წავალ პარიზში
ასეა ალბათ,

'პოეზიასაც' ისე შევეშვი
თითქოს უბრალო იყო კაპრიზი
მხოლოდ ნაწყვეტი,
ჩიტი და ქუჩა
შემომრჩა კადრად..

და სულერთია პოეზია,
თბილი ქვეყნები
ისიც, რომ ხშირად
გადამფრენი ფრინველები გვგონია თავი.

არ მქონდა, მასაც არ ჰქონდა სახლი
და სახლში (ანუ) არავის ვაკლდით..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები