ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლია 1990
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 მაისი, 2014


ჯო

მე ის პირველად ბარში დავინახე. ჯო-ასე მოიხსენიებდნენ ნაცნობები,ჩემთვის კი ბებერი ჯო იყო. დიდხანს ვუყურებდი ხოლმე მის მსუქან პროფილს და წყალში მოცურავე ცისფერ ფირფიტებს. გულში ხშირად გამიფიქრებია,ეს ბებრუხანა რა ხელმოჭერილია, ერთხელაც არ დამპატიჟებს სასმელზე თქო,მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი დაბადებიდან მარტოსული თუ იყო. არც არავინ არ ჰყავდა,თავად კი საერთოდ არავის ჰყავდა. ხშირად უყურებდა სასმელების უკან აკრულ სარკეში საკუთარ თავს და თითქოს ვერ სცნობდა.ხანაც სულ ტიროდა. ერთხელაც შევედი ბარში და ჯოსკენ გავაპარე თვალი,ის კი გამქრალიყო. ბარმენს ვკითხე ის ზეთში გაწურული პონჩიკი სად არის მეთქი და რა მითხრა არც დავუჯერე საკუთარ ყურებს. მანქანამ გასრისაო. ღმერთმანი,ძალიან მეწყინა და ვკითხე გადარჩა მეთქი? ამ დოყლაპიამ იფიქრა ღადაობსო და ვითომც მხარი ამიბა ,დაკრიჭა ყვითელი კბილები და სლოკინივით გააფორმა . უკანა კბილები არ ჰქონდა,ერთიც ჩატეხილი იყო. ( მე რას გამომაპარებს კაცი,ლამის კუჭის თავი დავინახე) მაგრად არ მომეწონა მისი სიცილი და სახეში მუშტი ვატაკე. ისე შეეტყნიჟა სახე ალუმინის ქვაბი მიმიქარავს და წაბარბაცდა. შემდეგ ლაჩარმა წითელ ღილაკს დაადო ხელი და ორი მუტრუკი ეგრევე იქ გაჩნდა. მე კიდე სპონტანურად დავავლე ხელი კონიაკის ბოთლს და ამ სტომატიტიანს გავუქანე სახეში,მერე სხვა ბოთლებისაც დავერიე. იცოცხლე სულ ლიწინ-ლიწინით მიდიოდა მარტინები და ბეილისები . ერთი კლიენტიც სულ შემთხვევით "შემომებოთლა" . მისი სასმელიც ვყლურწე და მაიმუნით ვიხტუნე ,ეს სუნიანი დევები კი ოფლში ვაბანავე. ამაყად გამოვედი გარეთ,თითქოს ეს ესაა ომი მოვიგე,მაგრამ ჩემი ბედნიერება შორი იყო და ერთ-ერთი დევკაცა გამომყვა და პირდაპირ ნაგვის ურნაში მდრუზა. უჰ როგორ "მიმასინიაკა" თან ჩემი ბანანებიანი პერანგიც დამიხია, ღმერთმანი ვირთხებიც დამცინოდნენ. მას შემდეგ ,რაც გამშორდა სადისტი ამოვედი ურნიდან და სახლის გზას გავუყევი ,სწორედ იმ ქუჩაზე გავიარე სადაც ბებერი ჯო გასრისეს. ასფალტს კიდევ ჰქონდა შერჩენილი ხორცის ნაფლეთები და ვფიქრობდი,რომ სულელური კითხვა დავსვი ,თავიც დავილურჯე,მაგრამ ბარმენისგან განსხვავებით სულაც არ მეცინებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები