ფარდობითობის თეორია
ფარდობითია ყველაფერი ჩემო ჯიბრაილ, (ამ წერილს შენთან გამოვატან მისტერ გალაჰერს,) მე ჩემს ქალაქში საკუთარ თავს ვერ შევიბრალებ, ჩემი ქალაქი ამინდებმა ისე გალახეს.
ფარდობითია სიყვარულის მკაცრი ლოგიკაც, გულის სიღრმეში სიამოვნებს თურმე ნუ იტყვი, რომც არ უყვარდე, მთელი გულით, მაგრად რომ გიყვარს, მაინც გიღიმის, თითქოს რაღაც ნორმის გულისთვის.
ფარდობითია ქორწინებაც, პროსტიტუციაც, (თუმცა ბიზნესი არის რისკი - მაინც არ ენდო,) ზოგს ფიცი მუდამ ერთგულების რომ მიუცია, ზოგისთვის უფრო სარფიანი არის არენდა.
ფარდობითია რელიგიაც, ფილოსოფიაც, რომ არ ემთხვევა ქადაგებას ქცევა ქადაგის, მაგრამ ხანდახან ხდება ლექსის ბოლო სტროფიდან, რაოდენობა თვისებაში როცა გადადის,
მაშინ სიცოცხლე ყველა პრიზმას ისე გიბრმავებს, სიკვდილსაც კოცნი, ცივ თვალებს რომ შემოგანათებს, წერილს გაგატან, გადაეცი მისტერ ჯიბრაილს, ფარდობითია ყველაფერი ჩემო გალაჰერ.
30 მარტი, 2011. ბათუმი
მაგდა. ღმერთი
წუხელ ოცნებები შემომაკვდა, ძვლებში ჩავიმარხე სათითაოდ, ნუღარ დამიჯერებ, ჩემო მაგდა, ჩემო ტყუილებზე საფიცარო.
მაგდა, ნუ იქნები ჩემს იმედზე, შუბლზე რაც მეწერა – გადაშლილა, ცათა სასუფეველს ჩემში ვეძებ, რადგან უფალია ცათა შინა,
სადაც ისე ცოტა ღრუბელია, იქნებ სიგარეტის ბოლიც იყოს, ზემოთ სულ ამაოდ – ნუ მელიან ტყუილგამოლეულ პოლიტიკოსს.
ბნელში არაფერი რჩება რადგან, თუ მზის აფეთქებაც შევიგრძენი, სახეს ვერ დავმალავ, ჩემო მაგდა, ნიღაბდაცხრილული შენი მზერით.
სისხლში ანკესებად გადასროლილ ნერვებს წამოვეგო ახლა უნდა, ღმერთი - შეკითხვების დასასრული, როგორც ჩემი ექო - ახმაურდა.
7 ივნისი, 2011
ვარსკვლავთგოგონა
ის ბედნიერი გოგონაა, ოღონდაც სახე გლუვი, ხასხასა ტკივილებით უშრიალებს. ის მხიარული გოგონაა, ცხოვრების ლაღი გამოსხივება, გამოქცევა ბნელი საკნიდან. ის თავნებაა, ამაყია, მაგრამ რად გინდა – მას ერთხელ ხმაში შეეპარა ცრემლები, რად ღირს მარტო ის წამი, რომ უსმენ და გაჟრიალებს ტანში ღმერთი და გულში მთელი ზეცის ავდარი. ის ბევრისმცოდნე გოგონაა, მშვიდი, ლამაზი ვარსკვლავებივით თვალები აქვს, ოდნავ გამდნარი ყინულებია რომ უბრწყინავს მუდმივად ასე.
მან მომაბრუნა ამ უხეშ და მკაცრ სამყაროში, უხილავია მისი ძალა, მისი სიკეთე როცა არ სჯერათ, ის ბრაზდება და იბუტება, მერე მკაცრის და დამცინავის ნიღაბს იკეთებს, და მთელი სითბო უგროვდება ყელში ბურთებად. მე კი უმისოდ ისე გავხმი, ისე გამოვშრი, ჩემი მტვერია, რასაც სუსტი ქარი წამოშლის, მზად ვარ გავეკრა ჯვარზე მასთან დასაბრუნებლად, თუმც საკმარისი არის, რასაც აქ გავუძელი, მან მომაბრუნა ამ ურწმუნო, ბნელ სამყაროში, მისი მკერდია ჩემი ბოლო ნავსაყუდელი.
5 აპრილი, 2014
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ჯიბრაილი რა უბედურებაა ? ჯიბრაილი რა უბედურებაა ?
17. მე კი უმისოდ ისე გავხმი, ისე გამოვშრი, ჩემი მტვერია, რასაც სუსტი ქარი წამოშლის, მზად ვარ გავეკრა ჯვარზე მასთან დასაბრუნებლად, თუმც საკმარისი არის, რასაც აქ გავუძელი, მან მომაბრუნა ამ ურწმუნო, ბნელ სამყაროში, მისი მკერდია ჩემი ბოლო ნავსაყუდელი.
ბრავო, მინდი!... 555555555 მე კი უმისოდ ისე გავხმი, ისე გამოვშრი, ჩემი მტვერია, რასაც სუსტი ქარი წამოშლის, მზად ვარ გავეკრა ჯვარზე მასთან დასაბრუნებლად, თუმც საკმარისი არის, რასაც აქ გავუძელი, მან მომაბრუნა ამ ურწმუნო, ბნელ სამყაროში, მისი მკერდია ჩემი ბოლო ნავსაყუდელი.
ბრავო, მინდი!... 555555555
16. რა ნიჭიერი ბიჭი ხარ და სად დაიკარგე :)) რა ნიჭიერი ბიჭი ხარ და სად დაიკარგე :))
15. პირველი განსაკუთრებით. პირველი განსაკუთრებით.
14. კარგებია, მომეწონა 5 კარგებია, მომეწონა 5
13. მერაბ შენ რომ ჩემს გემოვნებაზე საუბრობ ეს უკვე თავხედობაა :)) მაგრამ ლუდს თუ იკისრებ გაპატიებ :)))) მერაბ შენ რომ ჩემს გემოვნებაზე საუბრობ ეს უკვე თავხედობაა :)) მაგრამ ლუდს თუ იკისრებ გაპატიებ :))))
12. "ფარდობითია ყველაფერი ჩემო გალაჰერ"... რა კარგი ლექსია, ადრეც ავღნიშნე...:-* "ვარსკვლავგოგონაც" კარგად მახსოვს...:-* 555 "ფარდობითია ყველაფერი ჩემო გალაჰერ"... რა კარგი ლექსია, ადრეც ავღნიშნე...:-* "ვარსკვლავგოგონაც" კარგად მახსოვს...:-* 555
11. პირველი ორი მართლა მომეწონა ...ძალიან კარგებია ხოლო მესამე ისე რა ...საერთო ჯამში +2 პირველი ორი მართლა მომეწონა ...ძალიან კარგებია ხოლო მესამე ისე რა ...საერთო ჯამში +2
10. ხოდა, დამავიწყდა მეთქვა მესამე ლექსი არ მევასება საერთოდ : ) და საით მიმყავს ეს საუბარი, ჩემთან ერთად რომ ლუდაობდი, მაშინ კარგადაც წერდი, კაი გემოვნება გქონდა, ლუდსაც სვამდი და მაგარი კაცი იყავი მოკლედ : )) ხოდა, დამავიწყდა მეთქვა მესამე ლექსი არ მევასება საერთოდ : ) და საით მიმყავს ეს საუბარი, ჩემთან ერთად რომ ლუდაობდი, მაშინ კარგადაც წერდი, კაი გემოვნება გქონდა, ლუდსაც სვამდი და მაგარი კაცი იყავი მოკლედ : ))
9. პირველი ორი ლექსი მევასება მე მაგრათ : ) მამენტახლა შემიძლია ორქულიანი ნიკით შემოვიდე და ორი ქულა დაგიწერო, მაგრამ ამ ჩემს ძველ ნიკს ეწყინება და ამიტომ გიწერ 5 ქულას : )) პირველი ორი ლექსი მევასება მე მაგრათ : ) მამენტახლა შემიძლია ორქულიანი ნიკით შემოვიდე და ორი ქულა დაგიწერო, მაგრამ ამ ჩემს ძველ ნიკს ეწყინება და ამიტომ გიწერ 5 ქულას : ))
8. პირველი ორი ვიცოდი. მესამეც მომეწონა, მაგრამ ბოლო ბწკარი უეცარი დაშვებასავით იყო, თუმცა არა უსიამოვნოდ. :))
პირველი ორი ვიცოდი. მესამეც მომეწონა, მაგრამ ბოლო ბწკარი უეცარი დაშვებასავით იყო, თუმცა არა უსიამოვნოდ. :))
7. კარგად წერს ეს კაცი. კარგად წერს ეს კაცი.
5. მზად ვარ გავეკრა ჯვარზე მასთან დასაბრუნებლად, თუმც საკმარისი არის, რასაც აქ გავუძელი, მან მომაბრუნა ამ ურწმუნო, ბნელ სამყაროში, მისი მკერდია ჩემი ბოლო ნავსაყუდელი. წარმატეტები მინდია...ძალიან კარგად წერ და სულ უნდა წერო ++ მზად ვარ გავეკრა ჯვარზე მასთან დასაბრუნებლად, თუმც საკმარისი არის, რასაც აქ გავუძელი, მან მომაბრუნა ამ ურწმუნო, ბნელ სამყაროში, მისი მკერდია ჩემი ბოლო ნავსაყუდელი. წარმატეტები მინდია...ძალიან კარგად წერ და სულ უნდა წერო ++
4. ბნელში არაფერი რჩება რადგან, თუ მზის აფეთქებაც შევიგრძენი, სახეს ვერ დავმალავ, ჩემო მაგდა, ნიღაბდაცხრილული შენი მზერით. ++ ბნელში არაფერი რჩება რადგან, თუ მზის აფეთქებაც შევიგრძენი, სახეს ვერ დავმალავ, ჩემო მაგდა, ნიღაბდაცხრილული შენი მზერით. ++
3. ფარდობითია სიყვარულის მკაცრი ლოგიკაც, გულის სიღრმეში სიამოვნებს თურმე ნუ იტყვი, რომც არ უყვარდე, მთელი გულით, მაგრად რომ გიყვარს, მაინც გიღიმის, თითქოს რაღაც ნორმის გულისთვის. ++ ფარდობითია სიყვარულის მკაცრი ლოგიკაც, გულის სიღრმეში სიამოვნებს თურმე ნუ იტყვი, რომც არ უყვარდე, მთელი გულით, მაგრად რომ გიყვარს, მაინც გიღიმის, თითქოს რაღაც ნორმის გულისთვის. ++
2. პირველი ძალიან მომეწონა და ეს გამოვარჩიე.
"ფარდობითია რელიგიაც, ფილოსოფიაც, რომ არ ემთხვევა ქადაგებას ქცევა ქადაგის, მაგრამ ხანდახან ხდება ლექსის ბოლო სტროფიდან, რაოდენობა თვისებაში როცა გადადის," :) პირველი ძალიან მომეწონა და ეს გამოვარჩიე.
"ფარდობითია რელიგიაც, ფილოსოფიაც, რომ არ ემთხვევა ქადაგებას ქცევა ქადაგის, მაგრამ ხანდახან ხდება ლექსის ბოლო სტროფიდან, რაოდენობა თვისებაში როცა გადადის," :)
1. ცათა სასუფეველს ჩემში ვეძებ, რადგან უფალია ცათა შინა.
Sul maxsovs...
Kargebia..
++ ცათა სასუფეველს ჩემში ვეძებ, რადგან უფალია ცათა შინა.
Sul maxsovs...
Kargebia..
++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|