ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ტოტოჩავა
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2014


ნურაფერს მკითხავ

ნურაფერს მკითხავ,რადგან ახლა დრო დადგა სევდის..
სამყაროს  თითქოს ცრემლის ფარდა გადაეფარა,
ნუღარასოდეს ნუღარ მეტყვი  ვიქნებით ერთნი
რადგან ყველაფერს უკვე ძალა გამოეცალა.

დრომ შეაჩერა ყველაფერი ირგვლივ რაც იყო
და სამყაროში თითქოს გაქრა ყველა წყვდიადი,
ახლა ჩემს გულში სულის ტკივილს დაედო ბინა
ერთ დროს რომ იყო ასე ლაღი თუნდაც დიადი..

მოცარულია ყველაკითხვა  ყველა პასუხი
თითქოს სათქმელიც აღარავის აღარსად  დარჩა,
პასუხი ერთი უსასრულო სასრულოების...
დასასრულია და აღარ ღირს არაფრის ახსნა.

ნურაფერს მკითხავ რადგან ახლა დრო დადგა გლოვის
წუთებს ,წამებს და რაღაც რიცხვებს ვეთამაშებით,
მოცარულია ყველაფერი რადგან აქ გმობის
დროში გათოშილ ყინულებად მექცნენ ღაწვები.

დამენანება ალბათ მაინც წარსული წყება
რუდუნებებით ჩავიკითხავ შენს ძველ წერილებს,
ნურაფერს იტყვი თუნდაც ეხლა,რადგან მე ვხედავ
რომ უსამართლოდ მომექეცი და მაწყენინე.



პასუხებს ახლა ვეღარავინ დაველოდებით
რადგანც კითხვებს ვეღარ დავსვამთ ვეღარც მოდრეკით.
გული კი ახლაც ტკივილებით დაღარულია
და თითქოს შველას არსაიდან აღარ მოელილის...

ნურაფერს მკითხავ,რადგან ახლა დრო დადგა სევდის..
სამყაროს  თითქოს ცრემლის ფარდა გადაეფარა,
ნუღარასოდეს ნუღარ მეტყვი  ვიქნებით ერთნი
რადგან ყველაფერს უკვე ძალა გამოეცალა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები